ქალების 5 მთავარი შეცდომა მამაკაცთან საუბარისას
უამრავი სულელური კამათის, გულისტკენისა და წყენის თავიდან არიდება საკმაოდ ადვილია. საკმარისია, მუდამ გახსოვდეს, რომ უბრალოდ – არ ღირს მამაკაცთან ქალურ ენაზე საუბარი!
ჩვეულებრივ, მამაკაცთან ურთიერთობისას, ქალები არც თუ იშვიათად თავს შეგნებულად ატანენ ძალას. ცდილობენ, ისე განმარტონ სათქმელი, რომ სწორად გაუგონ. არადა, სულ ტყუილად! ამ შემთხვევაში, ძლიერთა სქესს ჩვენი, ქალური საზომით ვზომავთ, მერე კი გვიკვირს, რომ ვერაფერი გავაგებინეთ.
რატომ ხდება ასე? პასუხები ალანა და ბარბარა პიზების წიგნის “ურთიერთობათა ენა. მამაკაცი და ქალი” მიხედვით:
1. მამაკაცის წინაშე ხმამაღლა ფიქრობთ - ქალის ტვინი საუბრის გამოხატვის მთავარ ფორმად გამოყენებაზეა დაპროგრამებული. თუ მამაკაცს 5 ან 6 საქმე უდევს წინ, ის ერთადერთი ფრაზით ამოწურავს ყველაფერს: ”რაღაც მაქვს გასაკეთებელი, მოგვიანებით გნახავ”. ქალი კი, უფრო ხშირად, თანამოსაუბრეს ხუთივე ამოცანას უხსენებს და მათი გადაწყვეტის ვარიანტებსა და შესაძლებლობების გამხელასაც არ დაზარდება (იქ უნდა ვიყო, ეს გავაკეთო, თუ არ გამოვა, სხვა ადგილას მივალ და ა.შ.).
რატომ აღიზიანებთ? ქალურად საკითხის გადაწყვეტისთვის გზის ძებნა, რომელიც რეალურად “ხმამაღალი ფიქრია”, მამაკაცის მიერ აღქმულია: a) როგორც გაუთავებელი, და რაც მთავარია – დამღლელი ლაქლაქი, რომელიც ყურებს მიღმა უნდა გაუშვა, ან b) – დახმარებისკენ მოწოდება.
შეცდომებზე მუშაობა? პრობლემებზე. რომ არ იფიქროს, ქალს ერთადერთი საშუალება აქვს – ილაპარაკოს მათზე. შესაბამისად, თქვენთვის ცხადია, რომ როცა თქვენს საქმეებზე ყვებით, არც აპირებთ თქვენი პრობლემებისა და ტვირთის სხვისთვის გადაბარებას. მაგრამ ეს თქვენ გესმით, მსმენელს კი – არა. ამიტომ უამბეთ ამ ქალურ თავისებურებაზე საყვარელ ადამიანს. თავად კი დაიმახსოვრეთ, რომ დუმილი იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის “სულ ერთია”.
2. რამდენიმე საკითხზე ერთდროულად საუბრობთ - ინფორმაციული დინება ტვინის მარჯვენა და მარცხენა სფეროებს შორის ქალში უფრო მძლავრია, და, გარდა ამისა, არსებობს ტვინის სპეციალური უბნები, რომლებიც საუბარზე არიან პასუხისმგებელნი: აი, რატომ შეგვიძლია ჩვენ ერთდროულად ათას რამეზე საუბარი (ხანდახან ერთი წინადადებითაც კი).
რატომ აღიზიანებთ:
ქალური მრავალპლანიანობა
მამაკაცს,
რომლის ტვინს მხოლოდ ერთი ხაზის მიდევნება და ერთი თემის გადამუშავება შეუძლია, აშინებს. ქალს კი შეუძლია ერთი საგნით დაიწყოს, შუა საუბარში მეორეზე გადავიდეს, შემდეგ კი გაფრთხილების გარეშე დაუბრუნდეს პირველს, გზადაგზა სხვა თემასაც გაურევს. კაცს ეს აბნევს.
შეცდომებზე მუშაობა
თუ გსურთ, რომ მამაკაცს თქვენი ხმა ესმოდეს და ენა გაიგოს, ნუ გადახტებით ერთი საგნიდან მეორეზე. ისაუბრეთ მხოლოდ იმ თემაზე, რომელიც იმ მომენტისთვის გაღელვებთ.
3. ლაპარაკს აწყვეტინებთ
მამაკაცები
ერთმანეთს
სიტყვას მხოლოდ მაშინ აწყვეტინებენ, როცა აგრესიულად არიან განწყობილი ან კონკურენციას გრძნობენ.
ქალისთვის, პირიქით – რეპლიკების მუდმივი გაცვლა-გამოცვლა თანამოსაუბრის მიმართ ყურადღებას ნიშნავს. მაგრამ ჩვენი მცდელობა – ლაპარაკი მრავალპლანიან საუბრად ვაქციოთ, რომ მამაკაცზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ, ჩავარდნისთვისაა განწირული. ძლიერთა სქესი ამას თავის საუბარში უხეშ ჩარევად აღიქვამს.
რატომ აღიზიანებს:
მამაკაცის
ფრაზა ორიენტირებულია გადაწყვეტაზე, ბოლომდე უნდა მიიყვანოს, სხვაგვარად საუბარი უაზროდ მოეჩვენება. არ შეუძლია, საუბრის სხვადასხვა მომენტში რამდენიმე ხაზს გაყვეს და ყველას, ვინც ასე იქცევა, უზრდელად ან მოდუნებულად ჩათვლის.
შეცდომებზე მუშაობა
შეიბრალეთ
მამაკაცები!
ისინი რიგრიგობით საუბრობენ, რადგან შეუძლიათ ან მოსმენა ან ლაპარაკი, ორივეს ერთდროულად კეთება კი – არ შეუძლიათ. მიეცით საშუალება, თქვას ყველაფერი, რისი თქმაც სურდა. უბრალოდ, ნუ შეაწყვეტინებთ.
4. ქარაგმებით საუბარი
მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი სუფთა ქალური სპეციალიზაციაა და განსაზღვრულ მიზანს ემსახურება: ასეთი საუბრის წყალობით უფრო ადვილია ურთიერთობის დალაგება და სხვებთან თანხმობის მიღწევა, რადგან მასში არ არის აგრესია და კონფრონტაცია – რაც სავსებით პასუხობს კერის დამცველის როლს – ჰარმონიის შენარჩუნების მიზანს.
რატომ აღიზიანებს:
მამაკაცებს
ნერვებს უშლით საუბარში ლოგიკისა და მიზანმიმართულობის
ნაკლებობა,
ისინი ქალებს იმაში სდებენ ბრალს, რომ ამ უკანასკნელებმა თავად არ უწყიან, რაზე საუბარობენ.
შეცდომებზე მუშაობა
წინასწარ გააფრთხილეთ, რომელ საათზე და, კონკრეტულად, რა საკითხზე აპირებთ საუბარს. ასეთი მიდგომა მამაკაცის მოთხოვნებს პასუხობს, საშუალებას აძლევს მას, იგრძნოს საკუთარი თავის მნიშვნელობა და პრობლემების საკუთარ მხრებზე გადატანა.
ნუ დაიწყებთ კითხვას სიტყვით “შეგეძლო”: ”შეგიძლიას” მამაკაცური ინტერპრეტაცია ასეთია: ”გაქვს თუ არა უნარი?” და ამ ლოგიკის მიხედვით, ის ყოველთვის პასუხობს – ”დიახ!” თუმცა მისთვის ეს სიტყვები კონკრეტულ ქმედებას არ უკავშირდება.
გარდა ამისა, საკითხის ასე დასმით მამაკაცს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ მისით მანიპულირებენ, და აიძულებენ თქვას – ”დიახ”.
მამაკაცი რომ ქმედებისკენ აღძრა, სხვაგვარად ჰკითხე, მაგალითად: ”დამირეკავ საღამოს?”, თან გულისხმობ კითხვას, დაკავებულია თუ არა დღეს საღამოს. მამაკაცი გიპასუხებთ ”ჰოს” ან ”არას”. სჯობს, ასეთ კითხვაზე მიიღოთ უარი, ვიდრე თქვენებურად დასმულ კითხვაზე ”დიახ” გაიგონოთ და გაურკვევლობაში დარჩეთ. მამაკაცი იტყვის: ”გამომყვები ცოლად?” და არასდროს იტყვის – ”ცოლად გამომყვებოდიო?”
5. წყენის დუმილით
გამოხატვა
ქალები სიტყვებს თანაგრძნობის გამოსახატად და, როგორც უკვე ვთქვით, ურთიერთობის მოგვარებისთვის იყენებენ, ამიტომ სიტყვები ჩვენეთვის, ერთგვარი ჯილდოცაა. მამაკაცები სხვაგვარად არიან მოწყობილი და იშვიათად აღიქვამენ სერიოზულად ”საშიშ ქალურ მუქარას” – ”აღარ დაგელაპარაკები”.
რატომ აღიზიანებს:
ვინ თქვა, რომ ეს მამაკაცებს აღიზიანებთ? ასეთი საფრთხე – მისთვის შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ დაისვენოს ლაქლაქისგან. ყოველ შემთხვევაში, თქვენი დუმილის პირველ ათი წუთს ის აღიქვამს, როგორც მოულოდნელ პრემიას დუმილის, სიმშვიდის ან სიმყუდროვის სახით.
შეცდომებზე მუშაობა
ნუ იჩქარებთ პირის გაღებას და რამის იმაზე მალე თქმას, ვიდრე დრო ამოიწურება. როგორც არ უნდა გსურდეთ, სხვაგვარად მამაკაცი დასჯილად თავს არ იგრძნობს
კომენტარი