"ზურას ორი ბავშვი დარჩა, ზვიადს ერთი...დაღლილი მოსულა ზურაბი და შემსწრეებიც არიან, როგორ აძალებდა ზვიადი სადღაც წასვლას, მერე სულ რაღაც 10 წუთის სავალზე ეს ტრაგედია დატრიალდა"
ხობში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა დამატებიი დეტალები ხდება ცნობილი.
მეზობლების ინფორმაციით, ორივე დაღუპული ერთმანეთის მეზობლები იყვნენ.
,,დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს სოფელ ბიაში. ზურაბ კუჭავას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, ხოლო ზვიად იოსავას-ერთი. ზვიადი არსად არ მუშაობდა, ხოლო ზურაბს პატარა დაფნის საამქრო ჰქონდა. დაღლილი მოსულა ზურაბი და შემსწრეებიც არიან, როგორ აძალებდა ზვიადი სადღაც წასვლას ზურაბს და მერე სულ რაღაც 10 წუთის სავალზე ეს ტრაგედია დატრიალდა. საშინელი მისახვევია, შარშანაც 55 წლის მამაკაცი შეასკდა ხეს და გარდაიცვალა”, თქვა სოფლის მკვიდრმა .
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარი