ბაზარზე დღეისთვის ერთ-ერთი წამყვან და ლიდერ პოზიციას იკავებს VIVUS.GE
საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება ინტერნეტ სესხის მომსახურება და დღეისთვის ბაზარზე ფუნქციონირებს რამდენიმე ონლაინ კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მოკლევადიან სესხებს სხვადასხვა პირობებით.
ონლაინ კრედიტი, თანამედროვე ტიპის სესხია, რომლის მიღებაც სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ ინტერნეტში მარტივი აპლიკაციის შევსების მეშვეობით შეგიძლიათ. ამ ტიპის სესხის ძირითადი უპირატესობა ისაა, რომ განაცხადის შეტანისას არ გჭირდებათ სესხის უზრუნველყოფა, გარანტორი ან დასაქმების ცნობა. საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში არსებულ ბანკში ანგარიში და სულ რამოდენიმე წუთი სესხზე მოთხოვნის შესავსებად.
ბაზარზე დღეისთვის ერთ-ერთი წამყვან და ლიდერ პოზიციას იკავებს VIVUS.GE, რომელიც სხვა ონლაინ სესხებთან შედარებით, ყველაზე უკეთეს პირობებს გვთავაზობს. მათ პირველი სესხი უპროცენტო აქვთ, ხოლო განმეორებით სესხზე -ყველაზე დაბალი საკომისიო. VIVUS.GE -ს საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია სესხის ვადაზე და 5-14%-მდე შეადგენს. აღსანიშნავია, განმეორებითი სესხის ასაღებად რეგისტრაციის ხელახლა გავლა საჭირო აღარაა.
საჭიროა მხოლოდ პირად პროფილში შესვლა დარეგისტრირების დროს მითითებული ელ-ფოსტით ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობით და მოთხოვნის გაკეთება, სესხის თანხისა და ვადის მითითებით. განმეორებითი სესხის დროს უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ გაზრდილი ლიმიტის ფარგლებში.
როგორც წესი, VIVUS.GE-ს პირველი სესხის მაქსიმალური ოდენობა 250 ლარია, მეორედ აღების შემთხვევაში - 450, ხოლო მესამე და შემდეგ ჯერზე 650 ლარი. ლიმიტი იზრდება სესხის წარმატებით დაფარვიდან შვიდი დღის შემდეგ. ასევე, თქვენ შეგიძლიათ სესხის ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს დაიმატოთ დარჩენილი თანხა და სრულად აითვისოთ საკრედიტო ლიმიტი.
VIVUS.GE-ს სესხის მაქსიმალური ვადა 30 დღეა, სხვა ინტერნეტ სესხების მსგავსად.
თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დროულად ვერ ახერხებთ სესხის დაფარვას, კომპანია გთავაზობთ სესხის გადავადებას 7, 14 ან 30 დღით შესაბამისი საკომისიოს ჩარიცხვით.
VIVUS.GE მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და მომავალში კიდევ უფრო უკეთეს პირობებს და სერვისს ჰპირდება მათ.
კომენტარი