სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Daily Mail იტყობინება, რომ ქეით მიდლტონი ორსულადაა

ბრიტანეთის ჰერცოგინიამ, რომელიც კოპენჰაგენში მეუღლესთან ერთად ჩავიდა, პირველ ერთობლივ შეხვედრაზე უარი განაცხადა არაქისის პროდუქტების გასინჯვაზე, რომელიც მიღებაზე შესთავაზეს.

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი დანიის დედაქალაქში ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში ჩავიდნენ. ნუგბარის გასინჯვაზე მიდლტონის უარმა Daily Mail-ს საფუძველი მისცა, გადაემოწმებინა, რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს მანამდე გავრცელებული ხმები ჰერცოგინიას ორსულობის შესახებ და დაადგინა, რომ ქეითს სწორედ ორსულობის გამო ურჩიეს თავი შეეკავებინა არაქისისა და არაქისის პროდუქტების გასინჯვისგან.

სამაგიეროდ ნუგბარი გემრიელად მიირთვეს ადგილობრივმა და დიდი ბრიტანეთის პრინცებმა. შეგახსენებთ, რომ ამ პროდუქტით დანიას გაეროს ბავშვთა ფონდი ამარაგებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100