სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროტესტის ნიშნად უტა ივანიშვილი ბერას ქორწილს არ დაესწრო - რა ხდება შუშის სასახლეში?

დრონი.ჯი- სანდო წყარომ ოლიგარქისა და უტა ივანიშვილის პოლიტიკურ დაპირისპირებაზე უამბო:

უტა ივანიშვილს არ მოსწონდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რაზეც მან და ბატონმა ბიძინამ სერიოზულად იკამათეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ პროტესტის ნიშნად, უტა ივანიშვილი ბერას ქორწილს არ დაესწრო. მეტიც, უტა ამბობს, რომ საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილს ნეგატიურ პოლიტიკურ პერსონად მოიხსენიებენ. ამიტომაც, მისი აზრით, დიდი შეცდომა იყო ზურაბიშვილის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის პოსტზე“, - აცხადებს ჩვენთან საუბარში სანდო წყარო.

შეგახსენებთ რომ უტა ივანიშვილი საფრანგეთში სწავლობს და წლებია უკვე, იქ ცხოვრობს. რაც შეეხება ბერას, მას და ნანუკა გუდავაძეს ქორწილი რამდენიმე კვირის წინ ჰქონდათ.

ბერამ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, ყველაფრისშემძლე მამამ კი, სვეტიცხოველი დააკეტინა. ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, ჯვრი წერის ცერემონიალის დასრულებამდე, მრავალსაუკუნოვან ტაძარში მლოცველებს არ უშვებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100