თბილისი ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
2019 წლის 24 მაისს, 15:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “თანამედროვე მიდგომები ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკასა და კურნალობაში“. ღონისძიება „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ ეგიდით ეწყობა. კონფერენციას, რომელსაც თბილისი პირველად მასპინძლობს გახსნის საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური.
ღონისძიება
მიზნად ისახავს ონკო-ენდოკრინოლოგიის დარგში საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიოში
უახლესი მიღწევების შესწავლას და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობას.
კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატბიდან სპეციალურად
მოწვეული მსოფლიოს წამყვანი ენდოკრინოლოგები
მოწვეულ საზოგადოებას გააცნობენ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის
თანამედროვე მიდგომებს.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ქართველ სამედიცინო
წარმომადგენლებს
შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ დაესწრნონ ღონიძიებას
და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რეკომენდაციები და გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას.
„მოგეხსენებათ, საქართველოში ონკო-ენდოკრინული დაავადებების
რიცხვმა საგრძნობლად იმატა და საკმაოდ ხშირია ახალგაზრდა პაციენტების მომართვიანობა
კლინიკებში. სწორედ, ამიტომ შეიქმნა „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაცია“, რომელიც ხელს შეუწყობს
ენდოკრინოლოგიის, როგორც დარგის განვითარებას და ონკოლოგიური პაციენტების სამედიცინო
დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას.“-აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი, მარდალეიშვილის
სამედიცინო ცენტრის ონკო-ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თამარ მაკარიძე.
კომენტარი