ბანკების ნაწილი ერთ აშშ დოლარს უკვე 2 ლარად ყიდის
კომერციული ბანკების ნაწილი
ერთ აშშ
დოლარს უკვე
2 ლარად ყიდის.
დოლართან მიმართებაში
ლარის გაცვლითი
კურსის შესახებ
ინფორმაცია საქართველოში
მოქმედ კომერციულ
ბანკებს საკუთარ
ვებგვერდზე აქვთ
განთავსებული.
მაგალითად,
"საქართველოს
ბანკში"
დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2.01 ლარია, ყიდვის – 1.93.
"თიბისი
ბანკში"
კი – 1 დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.0 ლარია. ამავე ბანკში დოლარის გაყიდვის კურსი 1.92 ლარს შეადგენს.
ანალოგიური
კურსი აქვს ბანკ "რესპუბლიკასაც",
სადაც 1 დოლარი 2.0 ლარად იყიდება, ყიდვის კურსი კი 1,92 ლარია.
რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს" – 1
დოლარის შეძენა 1,98 ლარი ღირს, 1 დოლარის გაყიდვა კი – 1,91 ლარი.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 1,89 ლარს შეადგენს.
კომენტარი