სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სავალუტო ომი შეწყდება

აზია–წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეროვნულ ვალუტებს „ეკონომიკურ იარაღად“ არ გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
დფსფსდფსდფსდფ
მიღწეული შეთანხმების თანახმად, ეროვნული ვალუტები არ იქნება გამოყენებული, როგორც მსოფლიო ბაზარზე ზემოქმედების ინსტრუმენტი.
დფსფსდფსდფსდფ
გარდა ამისა, ფორუმის წევრებმა აიღეს ვალდებულება გადადგან სერიოზული ნაბიჯები მსოფლიოში სავაჭრო ბალანსის დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
დფსფსდფსდფსდფ
შემაჯამებელ განცხადებაში ფინანსთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ ქვეყნები გაატარებენ მსოფლიო ვაჭრობაში ჭარბი დისბალანსის გადალახვისკენ მიმართულ პოლიტიკას და გააფართოვებენ საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობას.
დფსფსდფსდფსდფ
შეხვედრა იაპონიის ქალაქ კიოტოში, ბლოკის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტამდე შედგა, რომელიც 13 ნოემბერსაა დაგეგმილი. ორგანიზაცია აერთიანებს აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის 21 ქვეყანას, მათ შორის აშშ–ს, რუსეთს, ჩინეთსა და იაპონიას.
დფსფსდფსდფსდფ
"Financial Times"-ის ინფორმაციით კი, მსოფლიო ბანკის მეთაური რობერტ ზელიკი ახალი ოქროს სტანდარტის შემოღების ინიციატივით გამოდის, რომლის საფუძველზეც მსოფლიოს წამყვანი ვალუტების კურსები განისაზღვრება. "Financial Times"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ზელიკი აცხადებს, რომ აუცილებელია ახალი ბრეტონ-ვუდის სისტემის შექმნა, რომელიც მოქმედ პრინციპს შეცვლის.
დფსფსდფსდფსდფ
ზელიკის თქმით, ახალი სისტემა ხუთ ძირითად მსოფლიო ვალუტას გააერთიანებს: ესაა დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, იენა და ჩინური იუანი, რომელიც თანდათანობით მსოფლიო ვალუტა ხდება.
დფსფსდფსდფსდფ
ოქრო კი, კურსის განსაზღვრაში სტანდარტის როლს შეასრულებს, თავად მისი ფასი კი, ინფლაციის საბაზრო მოლოდინებისა და ვალუტების მომავალი ღირებულების გათვალისწინებით დაიანგარიშება.
ზელიკის განცხადება სეულში, G20 ქვეყნის ლიდერთა შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გაჟღერდა, რომელზეც ექსპერტების ვარაუდით, სავალუტო კონფლიქტები ახალ ფაზაში შევა.
დფსფსდფსდფსდფ
ბრეტონ-ვუდის ძველმა სისტემამ 1945-დან 1971 წლამდე იარსება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო ანგარიშსწორებაში ძირითადი ვალუტა ამერიკული დოლარი იყო, რომლის კურსიც ოქროსთან მიმართებაში იყო დაფიქსირებული (35 დოლარი ერთ უნციაზე). გარდა ამისა, განისაზღვრა აღნიშნულ სისტემაში მონაწილე ქვეყნების ვალუტების მყარი გაცვლითი კურსები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100