სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი ფრაზა გამოგიყენებიათ მშობლებისთვის დამახასიათებელი ფრაზებიდან?

თითოეული მშობელი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ისინი განსხვავებულად ზრდიან შვილებს და განსხვავებული შეხედულება თუ დამოკიდებულება აქვთ შვილის მოვლასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, არსებობს ფრაზები, რომლებსაც თითქმის მსოფლიოს მასშტაბით, მშობლები იყენებენ. გადაამოწმეთ თქვენი თავი, ჩვენ კი თქვენთან ერთად გადავამოწმოთ, რამდენადაა მორგებული ეს ფრაზები ქართულ რეალობას და რამდენად ხშირად იყენებენ მათ ქართველი მშობლები:

–ხურდას დააბრუნებ!

–მე შენ მშობლიურ ენაზე გელაპარაკები თუ არა?

–გაემზადე!

–ჩვენ ახლა ამას გიყიდით, მაგრამ იცოდე ეს შენი მომავალი დაბადების დღის საჩუქარია.

–აღარ ვიცი რა ენაზე გელაპარაკო!

–შორს არ გაცურო!

–ბავშვობაში ტყუილად არ გსჯიდით!

–კოკა კოლა? ეს ხომ ცარიელი ქიმიაა?

–არ გრცხვენია?

–გაიზრდები – გაიგებ!

–მე ერთ სიტყვას გეუბნები, შენ კიდევ ათს მიბრუნებ!

–მოვხუცდებით და ერთ ჭიქა წყალსაც არ მოგვიტან!

–მარტო შემ ერთს არ გაძლევენ სკოლაში დავალებებს?

–გეყოლება შვილები და გაიგებ!

–თუ მთელი კლასი კლდიდან გადახტება, შენც უნდა გაყვე?

–მეგობრებსაც ასე ელაპარაკები?

–არ ისწავლი და მენაგვედ იმუშავებ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100