სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში უძრავ ქონებას ჰყიდის

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში, მეტრო "ფრუზენსკაიასთან" მშენებარე ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმობეს. ამის შესახებ ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საცხოვრებელ კომპლექსს, რომლის ღირებულებაც 500 მილიონი დოლარია, სავარაუდოდ, ამერიკული კომპანია Hines შეიძენს. ერთ-ერთ ბროკერზე დაყრდნობით, "კომერსანტი" წერს, რომ საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებისთვის კიდევ 900-მილიონიანი ინვესტიციაა საჭირო. გამოცემა აღნიშნავს, რომ "სადოვიე კვარტალი" რუსეთში ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი უკანასკნელი პროექტია.

რამდენიმე კვირის წინ Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი რუსეთში არსებული ბიზნესის გაყიდვას 2 მილიარდ დოლარად აპირებდა და მზად იყო, პოტენციური მყიდველისთვის სერიოზული ფასდაკლება შეეთავაზებინა.

РБК daily-ის ინფორმაციით, ივანიშვილი რუსეთში შემდეგ კომპანიებს ფლობს - "უნიკორი", ბანკი "რასისკი კრედიტი", "ინტერფინ კაპიტალ", "ინტერფინ ტრეიდი", კორპორაცია "სტოლიანსკი ნივა" და ფარმაცევტული კომპანია "ეკაფარმი".

"კომერსანტის" ცნობით, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი კომპლექსია 200-ადგილიანი სასტუმრო "ლუქს-ოტელი", თუმცა მის გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100