სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პავლე კუბლაშვილი: ასეთი მრჩევლების ხელში ივანიშვილი ცუდად დაამთავრებს

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი მაგნატი ბიძინა ივანიშვილი "ასეთი მრჩევლების ხელში ძალიან ცუდად დაამთავრებს".

ამის შესახებ კუბლაშვილმა გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ივანიშვილი ორმაგი მოქალაქე გახდა და საფრანგეთის მოქალაქეობა ამის მერე მიიღო, რამაც მისთვის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის შეწყვეტა განაპირობა. ადვოკატის ფუნქცია სწორედ ისაა, რაღაც ისეთი ვერსია მოიფიქროს, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. რაც შეეხება ამ ჰიპოთეტურ ვარიანტს, ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი – ეკა ბესელია, ერთი მხრივ, ხელმოწერებს აგროვებს და მეორეს მხრივ, ივანიშვილს ურჩევს, საფრანგეთის მოქალაქეობა არ ჩააბაროს. ასეთი მრჩევლების ხელში ნებისმიერი ადამიანი ძალიან ცუდად დაასრულებს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100