სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერი კვირიკაშვილი: დაპირებების 100 %-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება

”ვფიქრობ, დაპირებების 100 %-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება.
რაც შეეხება ტარიფების განულებას, ჩვენი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა მომავალში გახდება უფრო მეტად ფოკუსირებული იმ ფენებზე, რომელსაც ეს უფრო მეტად სჭირდება.
არ ვიცი რამდენად სიმართლეს შეესაბამება ის ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი დაპირება გასცა.
რაც შეეხება დევნილებისთვის სოციალური უზრუნველყოფის დონეს, სწორედ ამიტომ, სოციალური სიტემის მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი”, - განაცხადა პრემიერმა თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე, როდესაც მას შეუსრულებელი დაპირებების შესახებ ჰკითხეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100