რა სურპრიზი მოუწყო ლექს-სენმა „სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებს
28 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად, ქობულეთში კიევის ექს-მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, თავისი სახლის ეზოში საქველმოქმედო კონცერტი მოაწყო.
ძალიან ბევრი ადამიანი გაახარა ამ სანახაობამ, განსაკუთრებით კი ბავშვები. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მომღერლებმა: ანრი ჯოხაძემ, ნინიბადურაშვილმა, ლაშა ღლონტმა, ლექს-სენმა და ქუჩის ბიჭებმა. ყველაზედიდი ოვაციები ლექს-სენმა დაიმსახურა.
თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებს ძალიან უნდოდათ მისიპირადად გაცნობა. მომღერალმა სიურპრიზი მოუწყო პატარებს დამოულოდნელად ესტუმრა. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მათმომღერალს სახლი დაათვალიერებინეს, უყვებოდნენ სკოლის ამბებს, გაიხსენეს კონცერტი, იცეკვეს, იმღერეს.
ლექს-სენმა მათ თავისი ლექსების კრებული აჩუქა. თამაშით გული რომ იჯერეს, ლექს-სენი ჩაიზე დაპატიჟეს. ბავშვები ლექს-სენს არ ასვენებდნენ კითხვებით, ყველაფერი აინტერესებდათ. დაწვრილებით გამოჰკითხეს სამომავლო გეგმების შესახებ.
დიდი მადლობა ლექს-სენს ყურადღებისთვის. ბავშვებს ეს საღამო დიდხანს არდაავიწყდებათ. მათ ხომ ასე ცოტა რამ სჭირდებათ ბედნიერებისათვის.
კომენტარი