სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოკიდა ხელი ჩემს მეგობარს, დაიწყო დარტყმა, გინება, წიხლითაც იმოქმედა" - რას ყვება ახალგაზრდა, რომელმაც შშმ პირზე პოლიციელის ძალადობა გადაიღო

ახალგაზრდა, რომელმაც შშმ პირზე პოლიციელის ძალადობა გადაიღო, "მთავარ არხთან" მომხდარის შესახებ ანონიმურად საუბრობს. მიზეზი ისევ და ისევ პოლიციელების შიშია, რომლებიც მისი თქმით, მოქალაქეების მიმართ ხშირად ძალადობენ. შემთხვევა კი ისნის მეტროში გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. პოლიციელმა შშმ პირი სასტიკად სცემა.

"მოკიდა ხელი ჩემს მეგობარს ვინც ვიდეოზე ჩანს და ამოიყვანა ზევით, ელოდებოდა ვიღაცა უფროსს და არავის არ დაელოდა, დაიწყო დარტყმა, გინება, შეურაცხყოფა, გამოიყენა უფლებამოსილება ბოროტად. თან აგინებდა და ცდილობდა, რომ აელაპარაკებინა. ხელის დარტყმის გარდა, წიხლითაც იმოქმედა. სამართალს კი არ იცავენ, პირიქით არღვევენ" - ამბობს ნაცემი შშმ პირის მეგობარი და თვითმხილველი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა ენმ ითხოვს, დაუყოვნებლივ დააკავონ მოძალადე პოლიციელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100