ივანიშვილთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე, მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩება...
საქართველოს თავდაცვის ყოფილი
მინისტრის, ირაკლი
ალასანიას ინფორმაციით,
გუშინ საღამოს
მასსა და
ბიძინა ივანიშვილს
შორის შეხვედრა
ორმხრივი შეთანხმებით
შედგა.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ გაცვალეს ხედვები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობასთან
დაკავშირებით.
"ჩვენ
გავცვალეთ
ხედვები იმ პოლიტიკურ მდგომარეობასთან
დაკავშირებით,
რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო. ერთი თანხმობა შედგა, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა წავიყვანოთ ისე, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო. ეს იყო ძირითადად ჩვენი საუბრის შინაარსი. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ჩვენს შორის დარჩება",
- აღნიშნა
ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის
ყოფილი მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების"
წევრებს შეხვდა. მისი ინფორმაციით, მან გუნდს ივანიშვილთან საუბრის ზოგადი შინაარსი გააცნო და ახლა კონსულტაციას პარლამენტის თავმჯდომარესთან
გამართავს.
ამასთან, ალასანია ივანიშვილთან დღეს გამართულ შეხვედრას არ ადასტურებს.
კომენტარი