სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთმა საფრანგეთთან ურთიერთობა გაწყვიტა

თურქეთმა გაწყვიტა საფრანგეთთან პოლიტიკისა და სამხედრო სფეროებში ურთიერთობა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი სომეხთა გენოციდის საკითხზე.

კანონპროექტით, საფრანგეთში დანაშაულად ცხადდება იმის უარყოფა, რომ გენოციდი იყო 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების დახოცვა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ანკარაში გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი წყვეტს საფრანგეთთან პოლიტიკურ და სამხედრო ურთიერთობას და პარიზიდან გაიწვევს თავის ელჩს.

საპასუხოდ, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ალენ ჟუპემ ანკარას მოუწოდა, თავი შეიკავოს ზედმეტად მკვეთრი რეაქციისაგან: „ეს იყო საპარლამენტო ინიციატივა, რომელსაც ანგარიშს ვუწევთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თურქი მეგობრები ზედმეტად მკვეთრ რეაქციას არ მოახდენენ საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სომხები აცხადებენ, რომ ოსმალეთში 1915 წელს გაჟლიტეს 1,5 მილიონამდე ადამიანი და მომხდარს გენოციდად მიიჩნევენ, რასაც თურქეთი უარყოფს. საფრანგეთის ქვედა პალატაში დამტკიცებული კანონპროექტი ახლა ზედა პალატამ, სენატმა უნდა განიხილოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100