სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილის პაროდისტმა ივანიშვილის მთავრობის მინისტრებს პრეზიდენტის ხმით დაურეკა?

ტოლვილთა დაგანსახლების ყოფილი მინისტრის კობა სუბელიანის ფეისბუ სტატუსს დიდი გამოხმაურება მოყვა, ზოგი გამხიარულდა ზოგმაც არ დაიჯერა. Droni.ge სუბელიანის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

„პრეზიდენტის პაროდისტს ქართლოს ნატროშვილს ჩამოურეკია მინისტრებთან პრეზიდენტის სახელით და ზოგი კონფერენციაზე დაპატიჯა და ზოგი დიპკორპუსთან შეხვედრაზე პრეზიდენტის ხმით.

გარემოს მინისტრს უთქვამს ბავშვები მყავს ქალაქ გარეთ წაყვანილი თორემ აუცილებლად მოვიდოდი დიდი პატივია ჩემთვისო. ნარმანიამ თურმე ანგარიში ჩააბარა სად რამდენ კილომეტრ ასფალტს გეგმავენ. კბილაშვილმა უთხრა თქვენზე არანაირი საქმე არაა აღძრული და არც კი განიხილება ეგ საკითხიო.

ჩემმა სახელოვანმა მემკვიდრემ კიდე : დიახ გისმენთ ბატონო პრეზიდენტო , ალიო ... ალიო ... fუ f უ .. არ ისმის ... წყდება ხმა ბატონო პრეზიდენტო .... ალიო ალიო .... მიჯდება ტელეფონიო და გათიშა ტელი და გამორთო და 3 სუტკა ვერავინ პოულობდა თურმე“ - წერს სუბელიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.“ - წერს სუბელიანი სოციალურ ქსელში

„იმედია ხუმრობთ, თორემ ჩაგიშვიათ მთელი მინისტრობა“ - წერს სუბელიანის სტატუსის კომენტარებში მისი ერთ-ერთი მეგობარი

„რათ უნდათ ჩემი ჩაშვება უსმენენ მაგათ სუყველას ისედაც“ - პასუხობს სუბელიანი.

კობა სუბელიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად droni.ge პრეზიდენტის პაროდისტს ქართლოს ნატროშვილს დაუკავშირდა. „არ ვიცი რას მეუბნებით, ხუმრობს ალბათ ბატონი კობა, მე არსად დამირეკავს“ - განაცხადა ნატროშვილმა droni.ge-სთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100