ფინანსთა სამინისტროში არ იციან, რა დაუჯდება ბიჯეტს უალკოჰოლო სასმელების მარკირება
ფინანსთა მინისტრმა უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების გადაწყვეტილება მიიღო და რეგულირების საფასურის გადახდას სახელმწიფოს ფულით აპირებს. 1 ნოემბერს მრიცხველი ჩაირთვება, მინისტრს და სამინისტროს კი ჯერ არ დაუთვლიათ, სავარაუდოდ რამდენს გადაიხდის შემოსავლების სამსახური ერთი წლის განმავლობაში. მეწარმეები ახალი რეგულაციის შემოღებას კვლავ აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მარკირების საფასური დამოკიდებულია მარკირებული პროდუქციის რაოდენობაზე, გამომდინარე აქედან, შეუძლებელია ზუსტი თანხის დასახელება.
„მარკირების სისტების დანერგვას საწარმოებში შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხარჯი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე შემოსავლების სამსახურს თითოეული უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების პერიოდული აუდიტორული შემოწმება უჯდება“, - განუცხადეს სააგენტო „პირWელს“ ფინანსთა სამინისტროში.
ცნობისთვის, მეწარმეები აცხადებენ, რომ იმ მომსახურების თვითღირებულება, რომელსაც შვეიცარული კომპანია შეასრულებს, 100-ჯერ უფრო იაფია ფასზე, რომლის გადახდასაც ხელისუფლება აპირებს. ბოთლის სახურავზე მელნით ნიშანდებას, რაც მარკირებისას უნდა განხორციელდეს, კომპანიები აქამდეც აკეთებდნენ - დაჰქონდათ პროდუქციაზე გამოშვების და ვარგისიანობის თარიღი და სხვა ინფორმაცია. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ საქმეში სახელმწიფო შვეიცარიული კომპანიისთვის 1000 ბოთლის დასანიშნად 10 ლარს გადაუხდის. თავად ბიზნესს მსგავსი მომსახურება დღეს 10-ჯერ უფრო იაფი უჯდება.
„საქმე გვაქვს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან. მეტიც, უცხოური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადასახდელი ანაზაღაურება არაალკოჰოლური პროდუქციის ელექტრონული მარკირების სერვისისათვის ამ მომსახურების თვითღირებულებაზე 100-ჯერ მეტია. მაშინ, როცა ჩვენ ვთავაზობდით და ახლაც ვთავაზობთ ხელისუფლებას გადამოწმების მიზნით აღრიცხვიანობის წარმოების უდანახარჯო საშუალებას.“ - აცხადებენ მეწარმეები პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვაში.
რატომ აპირებს ფინანსთა სამინისტრო ამდენად ძვირი ფასის გადახდას უცხოური მომსახურე კომპანიისთვის, უწყებას აქამდე არ აუხსნია.
კომენტარი