სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალჟირის პრეზიდენტი, აბდელაზიზ ბუტეფლიკი მუბარაქის გზას დაადგა

არაბულ სახელმწ i ფოებში სახელმწიფო მმართველობის დიქტატორული მმართველობიდან, დემოკრატიულ წყობაზე გადასვლის პროცესი გრძელდება.

გუშინ ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რასაც ეგვიპტელი ხალხის მთელი ღამის განმავლობაში საზეიმოდ აღნიშნავდა. ამ გადაწყვეტილებამდე , მუბარაქი მას შემდეგ მივიდა, რაც ეგვიპტეში 25 იანვრიდან მასობრივი გამოსვლები დაიწყო და ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მიბაძავს თუ არა ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკ ი მუბარაქს ჯერ უცნობია, თუმცა მსოფლიოს ყურადღება , ახლა სწორედ ალჟირისკენაა მიმართული.

ეგვიპტეში , პროცესები მოსახლეობის სასარგებლოდ დასრულება, დამატებითი მიტივი გახდა ალჟირელი საზოგადოებისთვის. მათ გუშინ მრავალათასიანი მიტინგი გამართეს ალშირჟი და პრეზიდენტს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დატოვოს დაკავებული პოსტი. მასობრივი აქციების მიზეზი ალჟირშიც, ეგვიპტის მსგავსად სოციალური სიდუხჭირე და ადამიანის უფლებების დარღვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ბუტეფლიკი ქვეყანას მხოლოდ თორმეტი წელია მართავს, ის დიქტატორების სიაში მაინც ხვდება.

ამის მიზეზი, ალჟირის კანომდებლობის უხეში დარღვევაა. ალჟირის პრეზიდენტ ს, მოსახლეობა 5 წლის ვადით ირჩევს და ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით , პრეზიდენტის არჩევა ხდება მხოლოდ ორი საპრეზიდენტო ვადით . ამის გამო ბუტეფლიკის მმართველობა გასული წლის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა საკონსიტუციო ცვლილებების ხარჯზე, მან პოსტი შეინარჩუნა.

ბუტეფლიკმა ორი კვირის წინ, ალჟირში გამართული საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა და ახლა ემზადება გაცილებით მასშტაბური ძალისმიერი მეთოდებით გაუსწორდეს მოსახლეობას. ალჟირის მოვლენებს უკვე ჰყავს ათამდე გარდაცვლილი და ათასამდე დაჭრილი დემონსტრანტი. ბუტეფლიკის ოპონენტები მას ხალხზე ძალისმიერი მეთოდებით ანგარიშწორების მზადებაში ადანაშაულებენ.

ამის მიზეზს, ალჟირის ოპოზიციას, ხელისუფლების მიერ დედაქალაქში ოპოზიციის მარშის დასარბევად შეყვანილი პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფები აძლევთ.

ოპოზიციის ერთერთ ი ლიდერი, საიდ სადი მოუწოდებს ალჟირის მმართველს დაუყოვნებლივ დატოვოს პოსტი.

ოპოზიციონერი სადის თქმით, ხელისუფლება დედაქალაქის ყველა შემოსასვლელს აკონტროლებს და რეგიონებიდან ჩამოსულ დემონსტრანტებს ქალაქში არ უშვებს . შეჩერებულია მატარებელებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა .

ადგილობრივი მოსახლეობა საკვებსა და პირველადი მოხმარე ის ნივთებს იმარაგებს .
მუბარაქის მსგავსად, ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკ ხალხს რეფორმებს შეჰპირდა და პირობა დადო, რომ მნიშვნელოვან პოზიციურ ცვლილებებს განახორციელებს ქვეყანაში, თუმცა მოსახლეობის პროტესტი გაცილებით დიდია ალჟირში, ვიდრე ბუტეფლიკის დაპირებები.

ჰოსნი მუბარაქმა, გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე იწინასწარმეტყველა , რომ არეულობები სხვა არაბულ ქვეყნებშიც დაიწყება .

გაიზიარებს თუ არა ბუტეფლიკი მუბარაქის ბედს უცნობია, თუმცა, როგორც ბოლოდროინდელმა პროცესებმა აჩვენა, მსგავსი მასშტაბური გამოსვლები საზოგადოების გამარჯვებით სრულდება. აბდელაზიზ ბუტეფლიკ ი კი რამდენ ხანს მოახერხებს სახელმწიფოს მმართველობის რესურსის შენარჩუნებას, უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100