სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერნარ კუშნერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

გლობალური ალიანსის“ ხელმძღვანელი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის „ გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ზურაბ ვადაჭკორიას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

ბერნარ კუშნერი სტუდენტებს შეხვდა და მათთვის ოფიციალურ მოხსენება გააკეთება თემაზე: „ჯანდაცვის გლობალური გამოწვევები 21-ე საუკუნეში და განათლების როლი“.

უნივერსიტეტის რექტორმა ხაზი გაუსვა კუშნერის ღვაწლს საქართველოში და 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის პერიოდი გაიხსენა:ბერნარ კუშნერი საქართველოს 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტუმრობდა და სარკოზისთან ერთად საქართველოს მშვიდობა მოუტანა. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია. იგი ახლახანს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ყველაზე უმწეოსა და გაჭირვებულის გვერდით ყოფნას ბერნარდ კუშნერი თავის პირად მოვალეობად თვლიდა და თვლის . სიკეთისა და საყოველთაო სამართლიანობისათვის ის მიდის იქ, სადაც სხვა ვერ ბედავს. ამბობს და აკეთებს იმას, რაც სხვისთვის შეუძლებელია”.

ჩვენთვის, სამედიცინო საზოგადოებისთვის, დიდი პატივია დღეს, რომ შესაძლებლობა გვაქვს გავიზიაროთ ბატონ ბერნარდ კუშნერის, მართლაც, უდიდესი გამოცდილება. ვიდრე ის გახდებოდა პოლიტკოსი, იყო ძალიან წარმატებული ექიმი, რომელსაც უდიდესი პროექტები აქვს განხორციელებული. მისი გამოცდილება მნიშვნელოვანია ჩვენთვის მრავალი მიმართულებით, როგორიცაა ქვეყნის ჯანდაცვის სტრატეგიული განვითარება, და სხვა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა. ვფიქრობ, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობები და ახალი ეტაპის დასაწყისი ქართულ ჯანდაცვის სისტემაში, - აღნიშნა მინისტრმა.

კუშნერმა დადებითად შეაფასა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და პროგრამები და წარმატებული უწოდა. მან საქართველოსა და უკრაინას ჯანდაცვის სისტემები ერთმანეთს შეადარა და აღნიშნა: „ამ ქვეყნებს ჯანდაცვის სფეროში განსხვავებული პრობლემები აქვთ, საქართველო გაცილებით წინ არის, რადგან თქვენ ძალიან კარგი ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობა გყავთ, რომლებიც სისტემის რეფორმას წარმატებითა და დაკვირვებით ახორციელებენ. სისტემის რეფორმა გარკვეულ ფინანსებთანაა დაკავშირებული, თუმცა, საქართველომ უკვე მოახერხა სისტემის რეფორმირება და უკვე არსებობს რამდენიმე წარმატებულად განხორციელებული პროექტები. თქვენ გაქვთ ბალანსი კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის, რაც ყოველთვის არ არის იოლად მისაღწევი“.

შეხვედრის დასასრულს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს. ბერნარ კუშნერმა მადლიერება გამოხატა საპატიო წოდების მინიჭებისთვის, მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს და აღნიშნა, რომ მის თვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება.

დღეს, ჯანდაცვის სამინსიტროში გაიმართება ერთობლივი საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობენ „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი, საქართველოს ჯანდაცვის მინისიტრი დავით სერგეენკო და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი.

კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100