სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში პატიმარმა პირი ამოიკერა

ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა პირი ამოიკერა. 27 წლის ლაშა ცუცქირიძის ოჯახის წევრების განცხადებით, პატიმარს ციხეში არაადამიანურად ეპყრობოდნენ, რის გამოც მან, პროტესტის ნიშნად, ჯერ შიმშილობა დაიწყო, მოგვიანებით კი პირი ამოიკერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია სახალხო დამცველის წარმომადგენლობა ქუთაისში. ისინი პატიმრის მიერ პირის ამოკერვის ფაქტს ადასტურებენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, პატიმარმა უკიდურეს პროტესტს დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ნახევრად ღია დაწესებულებაში გადაყვანის მიზნით მიმართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100