სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

დღეიდან საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურიენგურჰესისადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა. რა შედეგებს უნდა ველოდოთენგურჰესისმუშაობის გაჩერების შედეგად, რა გავლენა აქვს დიდ ჰიდროელექტროსადგურებს და რამდენად საჭიროა ახალი პროექტები საქართველოს ენერგოსისტემისთვის, ამ საკითხებზეინტერპრესნიუსსეკონომისტი ანდრია გვიდიანი ესაუბრა.

- თქვენი შეფასებით, რას გამოიწვევსენგურჰესისგაჩერება და ზოგადად,რამდენად დიდი დანაკლისი იქნება ჰესის დროებით გაჩერება საქართველოს ენერგოსისტემისთვის?

- მე ვიტყოდი, რომენგურჰესისაქართველოს ენერგეტიკული სისტემის მთავარი არტერიაა. ამ სადგურის მასშტაბებიდან გამომდინარე, მისი გავლენა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკაზე უდიდესია. ენგურის სადგური როგორც ენერგოუსაფრთხოების, ისე ენერგოდამოუკიდებლობის და ასევე ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენი ენერგეტიკული ქსელის მდგრადობაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს. სამი თვით ენგურის შეჩერება დაახლოებით 400 მილიონ კილოვატსაათი იაფი ელექტროენერგიის დაკარგვას ნიშნავს. მაგალითად, გასული წლის ბოლოს ელექტროენერგიის ტარიფების გადათვლისას, ენგურის რეაბილიტაციის გამო, წნეხი ტარიფის გაძვირებაზე 100 მილიონ ლარამდე იყო. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომენგურჰესიქართული ენერგოსექტორისთვის სარეზერვო სიმძლავრეს ქმნის. შესაბამისად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომენგურჰესისგარეშე, ქართული ენერგოსისტემა პრაქტიკულად კოლაფსის წინაშე აღმოჩნდებოდა. აქედან გამომდინარე, „ენგურჰესისგაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მსგავსი ტიპის და მასშტაბის ახალი ჰესების მშენებლობა, ჩვენი ენერგოსექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს.

-ახალი ჰესების მშენებლობის საჭიროებას შეეხეთ, ამ მხრივ საგულისხმოა, რომ საქართველოში მსხვილ ენერგოპროექტებს წინააღმდეგობა ხვდება, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან. „ენგურჰესისმაგალითზე რა შეიძლება ითქვას დიდი ჰესების შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა?


- ზოგადად, უნდა ითქვას, რომ დიდი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების არსებობა ჩვენი ენერგოსექტორის გაძლიერების პროცესში მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ჰესების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი ხშირად საფუძველს მოკლებულია და არგუმენტები, რომ თითქოს ჰესები გარემოს ანგრევენ ან გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ, რეალობას არ შეესაბამება.


ასევე აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში არსებული ენერგეტიკული ობიექტები და არსებული ინფრასტრუქტურა წლების მანძილზე, დეგრადაციას განიცდიდა. შესაბამისად, არსებული ჰიდროსადგურების ავტომატური რეგულატორები მოძველებულია, ან მწყობრიდან არის გამოსული. თბოსადგურების დიდი უმრავლესობა კი, ამორტიზებულია. ამდენად, აუცილებელია ახალი, თანამედროვე მართვის სისტემით აღჭურვილი სადგურების მშენებლობა, რომლებიც ქსელში მარტივად ინტეგრირდება.

- დღესდღეობით მიმდინარე ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელიც მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზეა, არისნამახვანჰესი“. რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია აღნიშნული სადგური საქართველოს ენერგეტიკული ქსელისთვის?

- მიმაჩნია, რომნამახვანისპროექტი ჩვენი ენერგოსექტორის უმნიშვნელოვანესი რგოლი იქნება. როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს ენერგოსისტემა განიცდის სარეზერვო სიმძლავრეების მქონე ჰიდროელექტროსადგურების მწვავე დეფიციტს. შესაბამისად, ისეთი პროექტი, როგორცნამახვანჰესიააღნიშნული პრობლემის შემცირებისკენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ვთვლი, რომ წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, „ნამახვანისპროექტის განხორციელების შემდეგ, ჩვენი ენერგეტიკული ქსელი თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა. აღნიშნული სადგურის დადგმული სიმძლავრე 433 მეგავატია, ხოლო მისი გამომუშავება 1.5 მილიარდი კილოვატსაათი. ხაზგასასმელია, რომ ამ მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ აშენებულა და, რა თქმა უნდა, მისი განხორციელებით ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად გაძლიერდება. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ახალი გენერაციის წყაროების ათვისება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი უფრო გამართული და მდგრადი იყოს, ვიდრე დღეს არის. თავის მხრივ, მიმაჩნია, რომ ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი სწორი გზა ჰიდრორესურსების მაქსიმალურ ათვისებაზე გადის.


- აღნიშნული პროექტის ეკონომიკურ ასპექტებსაც რომ შეეხოთ, რა შეიძლება ითქვას ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც საქართველონამახვანჰესისპროექტის განხორციელებით მიიღებს?

- პირველ რიგში ხაზგასასმელია პროექტის საინვესტიციო მოცულობა. როგორც იცით, „ნამახვანისჰიდროელექტროსადგურის პროექტი 800 მილიონ დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიციით ხორციელდება. შესაბამისად, ამ მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოტანა ჩვენს ეკონომიკაზე უდიდეს ეფექტს იქონიებს. ხაზგასასმელია, რომ ამ მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია პანდემიის პირობებში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. მსოფლიოს ყველა ქვეყანა დღეს ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, ბევრმა ქვეყანამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოლიტიკა ახალ რელსებზე გადაიყვანა იმისთვის, რომ რაც შეიძლება გამარტივებულად მოიზიდონ ახალი ინვესტიციები. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ დღეს მასშტაბური ინვესტორები სანთლით არის საძებარი. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ გარდანამახვანისასხვა ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო. ჩვენი ყველაზე დიდი საინვესტიციო რესურსი სწორედ ჰიდრორესურსების ათვისებას უკავშირდება. ვთვლი, რომ ამ კუთხით უფრო დინამიურები და მოქნილები უნდა ვიყოთ.

გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, „ნამახვანისეკონომიკურ სარგებელში ასევე უმნიშვნელოვანესია ფისკალური და დასაქმების საკითხებიც. როგორც ვიცი, პროექტის განხორციელების პროცესში საქართველოს დაახლოებით 1600 მოქალაქე დასაქმდება, ხოლო დასრულების შემდეგ შეიქმნება მუდმივი სამუშაო ადგილები. გარდა ამისა, პროექტის განხორციელების შემდეგნამახვანჰესისსახით გაჩნდება მსხვილი გადასახადის გადამხდელი, რომელიც ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტს ათეულობით მილიონით შეავსებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100