სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ მოხვდა კიდევ ერთხელ ჩოხაში გამოწყობილი ნინი ნებიერიძე „ვოგის“ ჟურნალის ფურცლებზე?

თბილისი 4-8 მაისს მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს მასპინძლობს. მის ფარგლებში წარმოდგენილია ქართული ტრადიციული სამოსი ჩოხის სახით, რომელიც ძალიან მოდური ელემენტებით იყო გაფორმებული.

ერთ-ერთი პრესტიჟულ მოდის ჟურნალ „ვოგიში“ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც მოთხრობილია ჩოხის ისტორია და გადმოცემულია მისი აღწერილობა. მთავარ ფოტოზე კი ნინი ნებიერიძეა ჩოხაში გამოწყობილი:

„მერსედეს-ბეცის თბისლისი მოდის კვირეულის პირველ დღეზე წარმოდგენილი იყო ნაციონალური სამოსი ჩოხა, რომელიც თანამედროვე მოდურ ელემენტებს შეიცავდა.

რა არის ჩოხა?

ეს არის მატყლის გრძელი შემოსაცმელი, რომელსაც, როგრც წესი მამაკაცი ხმარობდა.

ერთ-ერთი მათგანის ისტორია პერსიადან იწყება, რომელმაც მეცხრე საუკუნეში საქართველოში გადმოინაცვლა. მეორემ კი ჩეჩნეთიდან შემოაღწია საქართველომდე. სიგრძე ინდივიდუალურია, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მუხლზე ზევით არ ადის.

დღეს დღეობით ჩოხას მხოლოდ საკუთარ ქორწილში იცვამენ მამაკაცები და ნაციონალური ნომრების შესრულების დროს“ - - ნათქვამია სტატიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100