სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დააკავეს ქალი, რომელიც რუსეთიდან საქართველოში სინჯარებით კვერცხუჯრედების გადატანას ცდილობდა

დააკავეს ქალი, რომელიც რუსეთიდან საქართველოში სინჯარებით კვერცხუჯრედების გადატანას ცდილობდა. ის სასაზღვრო პუნქტზე დააკავეს. ინფორმაციას ტელეგრამ არხი Mash ავრცელებს.

ირკვევა, რომ 36 წლის ქალი საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების გაკეთებას გეგმავდა. მის საბარგულში 7 სინჯარა იპოვეს, თუმცა მას არ ჰქონდა ლიცენზია შესაბამისი ფედერალური სამსახურისგან, რომ ტრანსპორტირება ლეგალური ყოფილიყო.

არხის ცნობით, განაყოფიერება თბილისში კლინიკა Silk Medical-ს უნდა გაეკეთებინა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეს $6,5 უნდა გადაეხადა. აღნიშნული პროცედურა ქალს საქართველოში გაცილებით იაფი უჯდებოდა.

ამასთან, ქალი ირწმუნება, რომ ქართველმა ექიმებმა მას უთხრეს, რომ სინჯარების ტრანსპორტირება აბსოლუტურად ლეგალური იყო.

ახლა სვეტლანას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 1 მლნ რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100