სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში 10 კავკასიელის თავდასხმა გოგონამ Livejournal-ში პოსტის გაგზავნით "მოიგერია" (ვიდეო)

მოსკოვში, კინოთეატრ „ყირგიზეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე კავკასიელმა ორი გოგონა და მამაკაცი სცემა, რომელიც პოლიციელი აღმოჩნდა. ერთ-ერთმა ნაცემმა გოგონამ დრო იხელთა და Livejournal-ში, საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა მომხდარის მოკლე აღწერა, ბლოგს „დამეხმარეთ!!!“ დაარქვა და ადგილიც მიუთითა, სადაც მოქმედება ხდებოდა. პარალელურად, ნაცემი მამაკაციც დაუკავშირდა თავის კოლეგებს სწრაფი რეაგირების განყოფილებიდან, რის შემდეგაც, რუსული მედიის ცნობით, „კავკასიური ეროვნების პირები“ შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დააკავეს. მედია წერს, რომ კავკასიელები ათნი იყვნენ.

„როცა კინოთეატრიდან სამივე გამოვდიოდით, ჯგუფად მდგარი კავკასიელებიდან ერთ-ერთმა ჩვენი მისამართით წამოიძახა: „რუსი ბ...ები!..““, - ამბობს ერთ-ერთი გოგონა. გოგოების შეურაცხყოფის გამო მათმა თანმხლებმა მამაკაცმა კავკასიელებს უკმეხი პასუხი გასცა, რის შემდეგაც ისინი მას ჯგუფურად დაესხნენ თავს, სცემეს და გოგოებიც მიაყოლეს.

მომხდარი ჯგუფური ჩხუბის ფაქტი და ის, რომ ამ ფაქტის გამო რამდენიმე პირი დააკავეს, თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რუსეთის შსს-მაც დაადასტურა. დაზარალებულებმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100