სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყალბი ფული თბილისში, შაშკინის პრესკონფერენცია და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 7 მარტს საქართველოში მიმდინარე იმ მოვლენებსა და ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

ყალბი ფული თბილისში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის შენახვის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აბუბექირ ბილიგჩმა და ოზქან ოზოთურმა თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის სასაზღვრო კონტროლის ზონის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე გასაღების მიზნით შემოიტანეს ყალბი ფული 2000 თურქული ლირა და 2500 აშშ დოლარი.

შაშკინის პრესკონფერენცია - აშშ-დან დაბრუნებულმა დიმიტრი შაშკინმა დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერთაათიანი პრესკონფერენციზე შაშკინმა მინისტრობის მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრა. ექსმინისტრის განცხადებით, ის მზად არის, ნებისმიერ კითხვას უპასუხოს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან. შაშკინმა ასევე აშშ-ში წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნების შემდეგ მის ოჯახზე, კონკრეტულად მის შვილზე იყო მუქარა. ქცეტნიდან გამგზავრების მეორე მიზეზად კი შასკინმა საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

რუსულ ბაზარს ქართული პროდუქტიც უბრუნდება - ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულ ბაზარს ღვინის შემდეგ ქართული წარმოების პროდუქტიც დაუბრუნდება. წერილი რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ოფიციალური მიწვევით სურსათის უვნებლობის სამსახურმა გუშინ მიიღო. ქართული დელეგაცია რუსეთში 20 მარტის შემდეგ ჩავა, რათა ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სურსათის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს.

H1N1 ვირუსით დღეს კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. დავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 284 ერთეულია. გარდაცვლილია სულ 22 პაციენტი. გარდაცვლილთა შორის ყველაზე მეტი, 30-დან 64 წლამდე ასაკის პირები არიან.

სააკაშვილი საბერძნეთში - საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის დელეგაციის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო, სადაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, ანტონის სამარასს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა სხდომის „აღმოსავლეთთან ურთიერთობების გაღრმავების“ მუშაობაშიც მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი ორ უცხოურ ლობისტურ კომპანიასთან "კამბრესთან" და "პატონ ბოქსთან" გააფორმა. ხელშეკრულების მიზანია, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტენსიური ურთიერთობების ხელის შეწყობა, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციისა და კონგრესთან კომუნიკაციის გაუმჯობესება.

4 ქართველი მინისტრი სხდომაზე დამტვრეული და დალურჯებული მივიდა. ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის კოჭლობის მიზეზი სნოუბორდით სრიალისას მიღებული ტრავმა აღმოჩნდა; სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ყავარჯნით მივიდა სხდომაზე. მისი ფეხის ტკივილის მიზეზი ფეხბურთის თამაშია, რა დროსაც მინისტრს მყესი გაუწყდა; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თაბაშირში ჩასმული მარცხენა ხელით დაესწრო სხდომას, თუმცა მისი "დაზარალების" მიზეზი უცნობია; მარცხენა თვალი ჩალურჯებული აქვს დევნილთა და განსახლების მინისტრს დავით დარახველიძეს, რომელმაც ჟურნალისტების დანახვაზე სახეზე ხელი აიფარა და ასე სცადა თვალის დამალვა."

ღარიბაშვილი ნაცმოძრაობას შეხვდება. პარლამენტს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა, მივალ - ამის შესახებ ჟურნალისტებსმთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შსმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელსაც პარლამენტში უმცრესობის წევრებიიბარებენ. საპარლამენტო უმცირესობას შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში იბარებს. გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ღარიბაშვილთან შუამდგომლობა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს სთხოვეს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართველ პარლამენტარ გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნა ოფიციალურად გამოაცხადა და მონაცემები ინტერპოლის ძებნის ბაზაში განათავსა. ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გივი თარგამაძე რუსეთში 2012 წლის 6 მაისს მომხდარი მასობრივი არეულობების ორგანიზებაშია ბრალდებული.

ბარათაშვილის გათავისუფლებას საია გაასაჩივრებს - საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას "ახალგაზრდა იურისტები" იწყებენ. საიაში აცხადებენ, მასალები უკვე შესწავლილია და ხდება საქმის სრულყოფილად გადახედვა. მისი განცხადებით, მზადდება სარჩელი სასამართლოში წარსადგენად.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცველთა დაცვის ლიგა" შეიქმნა. ორგანიზაცია ყოფილმა სამართალდამცველებმა დააფუძნეს. "სამართალდამცველთა ლიგის" მთავარი ამოცანაა, დამკვიდრდეს ძალოვანი სტრუქტურების რეპუტაციის გაფრთხილება და ორგანოდან უკანონოდ დათხოვნილი თანამშრომლების უფლებების დაცვა. როგორც არასამათავრობოში გაწევრიანებული ადამიანები აცხადებენ, ისინი აპოლიტიკურები არიან და არასამთავრობოში გაწევრიანება ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც ამის სურვილი ექნება.

კირკიტაძის მოთხოვნა - ქვემო ქართლის გუბერნატორი ფინანსთა სამინისტროს რუსთავის მოსახლეობისთვის ვაუჩერების თანხის გამოყოფისკენ მოუწოდებს. დავით კირკიტაძის თქმით, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ბიუჯეტში 800 მილიონზე მეტი თავისუფალი სახსრებია. გუბერნატორი მოითხოვს, ეს თანხა ქალაქის მაცხოვრებლების დასახმარებლად მიიმართოს და მათ სოფლის მოსახლეობის მსგავსად, 300-ლარიანი ბარათები დაურიგდეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100