223 კილოგრამი - ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა
ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძემ ატაცი მსოფლიოს რეკორდით დაასრულა. მან 223 კგ ასწია.
პირველ ცდაზე ქართველმა ძალოსანმა 208 კგ შეუკვეთა და იოლად დაძლია, მეორეზე – 215 კილოგრამს შეუტია. მისი აწევა ოლიმპიური რეკორდის დამყარებას ნიშნავდა.
კომენტარი