კახეთში მეგობარმა 11 წლის ბავშვი დაჭრა
კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 11 წლის ბავშვს პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვია მუცლის არეში მოხვდა.
ახლობლების ინფორმაციით, მეგობრები „გეკოს“ ტიპის იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა.
დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 124-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარი