სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორი ლიდერი, ორი პოზიცია, ორი „სპიჩი“ შედარებისთვის: ბიძინაVS მიშა

ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი – პრეზიდენტზე:

"რატომ აქვს მას ხელისუფლება მაგას უპასუხოს... არჩევნები წააგო კაცმა, რატო ინარჩუნებს ხელისფლებას ეგაა საინტერესო. არჩევნები ჩვენ მოვიგეთ, ხელისუფლება გადმოგვაბარა ხალხმა და რისთვის დადის ეს კაცი და ვის სჭირდება კიდევ, არ ვიცი. პრინციპში, ამის ილუზიას ქმნის და ძალიან ცდილობს დააბნიოს ევროპელები და ამერიკელები. მაგრამ მგონი მის მცდელობებს ნაკლები ეფექტი აქვს. მომავალში კიდევ უფრო დაკნინდება მისი ყველანაირი მცდელობა და ყველა ყველაფერს გებულობს და ვინც ვერ გებულობს ჩვენ მოვახერხებთ და სიმართლეს მივიტანთ. ესენი სიცრუეში ამყოფებდნენ დიდი ხნის განმავლბოაში და აპირებდნენ ამის გაგრძელებას."

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი – პრემიერ–მინისტრზე და ახალ მთავრობაზე:

"პრაქტიკულად ჩემი ინსტიქტია ის, რომ როდესაც უცხოეთში დავდივარ, საქართველოს უნდა აქებდე. არ შეიძლება, საქართველოს, ან თუნდაც მისი დღევანდელი მთავრობის კრიტიკა მიხაროდეს. ჩემი გამოსვლა გუშინ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ეძღვნებოდა სწორედ იმას, რომ წინ უნდა წავიდეთ ამ ალიანსში. აქ ჩვენ ერთი ენაზე უნდა ვლაპარაკობდეთ და ერთ საქმეს უნდა ვაკეთებდეთ - საქართველოს წინსვლის და ევროინტეგრაციის საქმეს.

ამას მოვახერხებთ ცალ-ცალკეც და მზად ვარ, გავაკეთოთ ერთად. ძირეულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი ფუნდამეტური გადაწყვეტილებები არსად არ წავა. თუ ყველანი ვაცხადებთ, რომ გვინდა ევროკავშირი და ნატო-სთან დაახლოება, არ შეიძლება ამ საკითხებზე ერთმანეთს ვეკინკლავებოდეთ. პირიქით, ერთიანი ფრონტი უნდა შევქმნათ, რათა საქართველო უცხოეთში მხოლოდ პოზიტიურად მოიხსენიებოდეს და მხოლოდ მის პროგრესზე იყოს ლაპარაკი.

მე მოხარული ვარ რომ ისინი (ივანიშვილის მთავრობა) აქ ჩამოვიდნენ. ეს მათთვის საგანმანათლებლო პროცესია, ბევრ ახალ ინფორმაციას იღებენ, ერთია, როცა ინფორმაციას დაქირავებული ლობისტებისგან იღებ, მეორეა როცა თავად შედიხარ ინტერაქციაში ... მე არ მესიამოვნა, რომ ამდენი კრიტიკა დაიმსახურეს, პირველი ვიზიტისთვის ბევრი იყო. არ მესიამოვნა, იმიტომ, რომ მე მინდა საქართველო განვითარდეს."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100