„თეგეტა მოტორსი“ ბათუმის ფილიალებში კოვიდ ინფიცირების შეემთხვა არ დაფიქსირებულა
აჭარის რეგიონის “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” წარმომადგენლის მიერ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროთი გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჭარის რეგიონში, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირების შემთხვევა, არ შეესაბამება სიმართლეს.
“თეგეტა
მოტორსი”,
როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება
ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ფილიალების,
ასევე სათაო ოფისისა და შენობა ნაგებობების დეზინფექცია.
კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილნი
ვირუსის გავრცელებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით, დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.
კომენტარი