სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი გახარია: ეს წელი წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება

მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზემო ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეს წელი წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიას ქვეყანა კარგად მართავდა, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ.

მისი თქმით, ქვეყანაში მუდმივი ტესტირება უნდა ხდებოდეს, რათა სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირებული, შემდეგ ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ სწრაფად უმკურნალოს პაციენს და „დააბრუნოს თავის სამუშაო ადგილზე“.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს წელი წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ. ეპიდემიას ვმართავთ ჩვენ ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ თუ ახლა სწორად არ დავალაგეთ და ეფექტურად და სწრაფად არ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის სწრაფი გამოვლენა, ე.ი. ტესტირების გამოვლენის სწრაფი მექანიზმი უნდა იყოს, ქვეყანაში უნდა იყოს მუდმივი სკრინიგი, მუდმივი ტესტირება უნდა ხდებოდეს მაღალი რისკის შემცველი წერტილების, იმისთვის, რომ გამოვლენა ინფიცირების მოხდეს სწრაფად, შემდგომ ჯანდაცვის სისტემა უნდა მზად, რომ სწრაფად უმკურნალოს ადამიანს და სწრაფად დააბრუნოს ყველა თავის სამუშაო ადგილზე, დაუბრუნოს ეკონომიკას, ფერმერი- ბაღში, მუშა -ქარხანაში, მეცნიერი- ინსტიტუტში, მოსწავლე- სკოლაში და საჯარო მოხელე იმისთვის, რომ ხალხს ემსახუროს. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მოვასწროთ 4-5 თვეში იმისთვის, რომ არავინ არ იცის, სეროზული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენზე მეტ ფულს ხარჯავენ მეცნიერებებში, ისინი ხან იძახიან, რომ იქნება მეორე ტალღა, ხან იძახიან - არ იქნება. ხან იძახიან, რომ 5 თვეში იქნება ვაქცინა, ხან იძახიან, რომ ვაქცინა 2 წელი არ იქნება. ძალიან დიდი გაურკვევლობა არის ამ კრიზისის ყველაზე დიდი მახასიათებელი”, - განაცხადა გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100