სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ტვ პირველის" ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლაშქარავას რამდენიმე დღის წინ, თბილისში განვითრებული მოვლენების დროს მოძალადეები სასტიკად გაუსწორდნენ.

განსაკუთრებული სისასტიკით მას მოძალადე ჯგუფები მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

"დრონი.ჯი" უსამძიმრებს ლექსოს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად მედიას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100