მურაბიანი ნამცხვარი
მასალა:
კარაქი - 500 გრამი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 5 ცალი
ფქვილი - რამდენიც დასჭირდება
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
მარილი, ვანილი - გემოვნებით
500 გრამი კარაქი ავსრისოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად. ნელ-ნელა დავამატოთ 5 კვერცხის გული, სოდა - გახსნილი ძმარში, ცოტა მარილი, ვანილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავყოთ სამ ნაწილად (ორი დიდი, ერთი პატარა) და გამოვაცხოთ ცალ-ცალკე. ორ ფენას წავუსვათ უკურკო ღოღნაშოს მურაბა და შევაერთოთ. მესამე ფენა დავფშვნათ და ზემოდან მოვაყაროთ. შეგვიძლია ვიხმაროთ უკურკო ალუბლის მურაბაც, უწვენოდ.
კომენტარი