სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Apple-ი ჰონკონგში თავის პირველ მაღაზიას ხსნის

bloomberg

Apple-ი ჰონკონგში თავისი პირველი მაღაზიის პრეზენტაციისთვის ემზადება, რომელიც 24 სექტემბერს, ჰონკონგის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში უნდა გაიხსნას. ჰონკონგსა და ტაივანში „ეფლის“ პროდუქციების გაყიდვები მესამე კვარტალში, ექვსჯერ გაიზარდა და კომპანიას 3,8 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა. კომპანიის ახალი ხელმძღვანელის ტომ კუკის თქმით, ეს პირველი მაღაზია მხოლოდ სტარტია და მომავალში ისინი ჩინეთში ქსელს უფრო გააფართოვებენ.

„ეფლს“ პეკინსა და შანხაიში 2-2 მაღაზია აქვს გახსნილი და კომპანიის კუთვნილ ყველა სავაჭრო ობიექტებს შორის, ეს ოთხი მაღაზია ყველაზე დიდ მოგებას იძლევა - აღნიშნავს „ეფლის“ ფინანსური დირექტორი, პიტერ ოპენჰაიმერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100