სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპროტესტო აქცია საგარეჯოში

საპროტესტო აქცია საგარეჯოში - კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები ახლად დანიშნული გამგებლის, "ქართული ოცნების" წევრ გიორგი ლოლაძის გადაგომას ითხოვენ.

"ოცნების" მხარდამჭერები ლოლაძეს ნეპოტიზმში და არასწორ საკადრო პოლიტიკაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ის დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.

აქციის მონაწილეები დღეს ლოლაძეს შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. აქცია ამის შემდეგ დაიშალა, თუმცა როგორც "ოცნების" აქტივისტები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციებს კიდევ გამართავენ.

თავად გამგებელი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები გამგეობაში მაღალ თანამდებობებზე დანიშნავს ითხოვენ. ლოლაძის თქმით, ეს შეუძლებელია, რადგან გამგეობა უკვე პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100