ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს აგვისტოს ბოლოს ესტუმრება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრთან და ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"თქვენ იცით, რომ ერთი კვირის შემდეგ ნატო-ს გენმდივანი ჩამოდის საქართველოში. ჩვენ ვხსნით სასწავლო ცენტრს. ბევრი სპეკულაციები იყო ამ ცენტრთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის საწვრთნელი ბაზა.
ეს არის სასწავლო ცენტრი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები მოვამზადოთ და მათი მომზადების დონე აიწიოს, რომ ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს.
მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი სპეკულაციები არის გადაჭარბებული. ჩვენ მივესალმებით ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი. ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც მივიღეთ უელსის სამიტზე და ჩვენ ამ გეგმას კარგად ვასრულებთ.
ამ ცენტრს რაც შეეხება, ეს არის სასწავლო ცენტრი. ასეთი ცენტრი უკვე გვაქვს საქართველოში საჩხერის ბაზაზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კომენტარი