Vogue–მ გამხდარ მოდელებს ბოიკოტი გამოუცხადა
ჟურნალი Vogue ძალიან გამხდარ მოდელებთან აღარ ითანამშრომლებს – განაცხადეს წარმომადგენლებმა მიუნხენის გამომცემლობა Conde Nast Publications–ში.
„ჩვენი რედაქცია დარწმუნებულია, რომ სილამაზე და ჯანმრთელობა, განუყოფელი მთლიანობაა. ჩვენ, როგორც მოდის სამყაროს ერთ–ერთი გავლენიანი წარმომადგენლები, ვთვლით, ავადმყოფური სიგამხდრის თემას მკაცრი შეფასებები სჭირდება“.
ახალი გადაწყვეტილება, Vogue–ის ყველა ქვეყნის ნომრისათვის, ძალაში ივლისში შევა.
გამონაკლისი მხოლოდ იაპონია იქნება, სადაც გამხდარი მოდელები ჟურნალის ფურცლებიდან აგვისტოში გაქრებიან.
Vogue მოდის ჟურნალია, რომელიც 1892 წლიდან გამოდის. 1988 წლიდან გამოცემის რედაქტორი ანა ვინტურია.
კომენტარი