სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გრიპის ვირუსის შემოტევა იწყება

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, გრიპის ვირუსების გავრცელების საშიშროება იზრდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, ყველაზე მეტი შემთხვევა დეკემბერშია მოსალოდნელი და შესაძლოა, ეპიდემიის ზღვრამდეც მიაღწიოს.

ასევე არსებობს H1N1–ის გავრცელების საფრთხეც, თუმცა როგორც მედიკოსები აცხადებენ, წინა წლებთან შედარებით, მისი პროცენტული მაჩვენებელი დაბალი იქნება.

ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და რეკომენდაციებს აძლევენ. ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100