სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკის ჯგუფი გადახდების ონლაინ პლათფორმა TKT.ge-ს საკონტროლო პაკეტის მფობელი გახდა

თიბისი ბანკის ჯგუფმა (TBC BANK GROUP PLC) ბილეთების შეძენის ონლაინ პლათფორმა TKT.GE - ში თავისი წილი 26 % - დან 55 %-მდე გაზარდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. ჯგუფმა TKT.GE -ს 26 % -იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა. მხარეებს შორის გარიგება სრულად შეესაბამება თიბისი ჯგუფის გადახდების ბიზნესის, ეკოსისტემების განვითარების და რეგიონში ექსპანსიის, კერძოდ აზერბაჯანის და უზბეკეთის ბაზრებზე შესვლის სტრატეგიას.

ონლაინ პლათფორმა TKT.GE 2015 წელს შეიქმნა და დაარსებიდან 3 წლის თავზე მინიმალური კაპიტალით და ძლიერი გუნდის დამსახურებით უპირობო ლიდერი გახდა ქართულ ბაზარზე. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვით და მომხმარებელზე ზრუნვით. TKT.GE - შეცვალა მომხმარებლის ქცევა, თუ ადრე მხოლოდ ბილეთების 30% იყიდებოდა ონლაინ, დღეს ეს რიცხვი 80%- აჭარბებს.

მუდმივად განვითარებადი პლათფორმის და გამოცდილი, პროფესიონალური გუნდის დახმარებით, TKT.GE - მ წარმატებით ჩაატარა 3000-მდე ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო დონის A Class-ის არტისტების მონაწილეობით. TKT.GE - ს მენეჯმენტი მზად არის მომხმარებლებს ახალ ქვეყნებში მოემსახუროს, უახლოეს მომავალში იგეგმება უზბეკეთის ბაზარზე შესვლა და სხვადასხვა ინოვაციური სიახლეები ქართველი მომხმარებლებისთვის.

TKT.GE - ტექნიკური პლატფორმა შექმნილია კომპანია ლემონდუს“ მიერ, რომელიც რჩება შპს ონლაინ თიქეთსის“ მმართველ პარტნიორად და თიბისი ჯგუფთან ერთად იზრუნებს კომპანიის სამომავლო სტრატეგიის განხორციელებაზე. „ლემონდუ“ არის წარმატებული IT კომპანია მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნა და განავითარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100