სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კურტანიძემ და ვაჩნაძემ იზოლატორში მერაბიშვილთან შეჭრა სცადეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხონის ორგანიზაციის ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდის ინფორმაციით, სავარაუდოდ გუშინ ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი იმყოფებიან, ელდარ კურტანიძე, მელორ ვაჩნაძე და რამდენიმე მათი აქტივისტი მივიდნენ.

"ისინი ე.წ. კაპეზეზე შესვლას ცდილობდნენ, თუმცა იზოლატორის თანამშრომლებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რის გამოც იზოლატორის ორ თანამშრომელს კურტანიძემ და ვაჩნაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს!
დაშავებულია იზოლატორის მორიგე თანამშრომელი. მათ ასევე ატეხეს გინება და შეურაცხმყოფელი შეძახილები მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის მიმართ," - აღნიშნულია განცხადებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100