მალხაზ მაჩალიკაშვილი: "ვიდრე სული მიდგას, იმ ადამიანს მიწიდან ამოვთხრი, ვინც ჩემს შვილს ესროლა"
"ვიდრე სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს, მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. მე ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მისი სახე დამანახოს", - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც იმ სპეცრაზმელის დასჯა მოითხოვა ვინც მის შვილს ესროლა. მან სპეცოპერაციის დამგეგმავების დასჯაც მოითხოვა.
”ვიდრე სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს, მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. მე ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მისი სახე დამანახოს. ოპერაციის დაგეგმიდან ბოლო წერტილამდე მოვითხოვ ყველა დამნაშავის დასჯას. ამას მოვითხოვ როგორც მე, ისე მთელი პანკისის ხეობა. გამოძიებას ამ დროისთვის ვუცხადებ ნდობას, თუ არ გაამართლა, ეს ნდობა მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
კომენტარი