როგორ ცდილობს ლალი ანთია ივანიშვილის გულის მოგებას?
„ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის „გასაშავებლად“ არასამთავრობოებს ფულს უხდის.“ - აღნიშნული ინფორმაცია პრესა.ჯი-ს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური მასალიდან ხდება ცნობილი.
საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციაზე „ქალები მშვიდობისათვის”, რომელიც სამი წლის წინ შეიქმნა, თუმცა წინასაარჩევნოდ გააქტიურდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, წარსულში ნასამართლევი ზუგდიდელი ლალი ანთიაა, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას, საქართველოს გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანის მკვლელობაში ადანაშაულებს.
ანთია მის დაკავებასაც, ჟვანიასთან მეგობრობას უკავშირებს. „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ანთიას ორგანიზაცია, წინასაარჩევნოდ, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან სოლიდური თანხით დაფინანსდა. ყოფილ პატიმარს დაევალა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აქციების ორგანიზება.
„ყველასთვის ცნობილია, რომ ივანიშვილის გუნდს, მეგრელების უდიდესი ნაწილი უნდობლობას უცხადებს, ეს არჩევნებზეც გამოჩნდა. ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, ანთიას დაფინანსება შეუწყვიტეს. ახლა კი, ივანიშვილის გულის მოსაგებად ზურაბ ჟვანიასთან მეგობრობას იბრალებს და აცხადებს, რომ მისი დაკავება ჟვანის სიკვდილთან კავშირშია“,- აცხადებს მედიასთან საუბრისას ანთიასთან დაახლოებული პირი, რომელმაც ამ ეტაპზე, კონფიდენციალურობის სრული დაცვა მოითხოვა.
„პრესა.ჯი“, ვერა იგივე ლალი ანთიას წარსულით დაინტერესდა და საინტერესო ინფორმაციაც მოიპოვა.
ლალი ანთიას, ბოლო წლების განმავლობაში, ზვიად გამსახურიასთან მეგობრობითაც მოჰქონდა თავი. ვარდების რევოლუციისას კი, ის ზურაბ ჟვანიასთან დაახლოებასაც ცდილობდა, მეტიც 2003 წელს წალენჯიხიდან თბილისის მიმართულებით დაძრულ ავტობუსებში, ლალი ანთია პრეზიდენტთან ერთად მოემართებოდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის დასამხობად.
არჩევნებიდან სამი წლის თავზე ვერა ანთია, მონაწილეობას იღებდა ადგილობრივ არჩევნებში, გაიმარჯვა კიდეც და ზუგდიდდის საკრებულოს წევრი გახდა.
ზუგდიდიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ანთიას „გამილიონერების“ სურვილმაც, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე იმატა და ზუგდიდის საკრებულო ერთ დიდ შპს-დ გადაიქცა, სადაც გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, ნებისმიერი დოკუმენტი ყალბდებოდა. ანთია მალევე გაიშიფრა.
2007 წლის 25 აგვისტოს, თბილისში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, რომელთა საქმიანობას ყალბი დოკუმენტების დამზადება და მოსახლეობისთვისთვის თაღლითურად ფულის გამოძალვა იყო.
ჯგუფის ლიდერი 1950 წელს დაბადებული ლალი ანთია იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ანთია თანამზრახველებთან ერთად მაღალი პოლიგრაფიული ტექნოლოგიით ამზადებდა ყალბ დოკუმენციას და წითელი ჯვრის ეგიდით, ათეულობით მოქალაქეს ფულს იტალიაში დასაქმებას სანაცვლოდ სძალავდა.
ანთიას თანამზრახველების ჩხრეკისას, 70 ყალბი პასპორტი, 24 პირადპობის მოწმობა, 120- საპენსიო ბარათი და ათეულობით შრომის და ქორწინების მოწმობები ამოიღეს. საქმეში მტკიცებულების სახით დაერთო შენგენის ვიზის მისაღებად საჭირო შეუვსებელი ცნობები.
გარდა აღნიშნულისა, ზუგდიდელი წყარო ირწმუნება, რომ ანთიამ ცნობილ ბიზნესმენს 280 000 ლარიანი საგადასახადო ჯარიმის განახევრების პირობით გამოსძალა 20 000 ლარი.
კომენტარი