სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის ქართველი დამლაგებელი და მისი თანამზრახველი, რომლებმაც შეიხი გაძარცვეს

ცნობილი ხდება იმ ქართველების ვინაობა, რომლებმაც ერაყის ქალაქ დიუოკში შეიხის სახლი გაძარცვეს და 2 მილიონ 600 ათასი დოლარი, ასევე 4 კილო ოქრო მოიპარეს.

ვინმე მარიკამ, 3 სექტემბერს სამ თანამზრახველთან ერთად შეიხის სახლში მასშტაბური ძარცვა განახორციელა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ძარცვაში მონაწილეობა

მიიღეს – ლანჩხუთის მკვირდმა, 1986 წელს დაბადებულმა თენგიზ შაინიძემ, ლენტეხის მკვიდრმა 1994 წელს დაბადებულმა ცოტნე მჭედლიძემ, ცაგერის მკვიდრმა 1987 წელს დაბადებულმა აკაკი საგინაძემ.

პოლიციამ ნაქურდალი ამოიღო, თუმცა ქალის დაკავება ვერ მოახერხდა, რადგან მან ქვეყანა დატოვა.

სამდღიანი საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ქალმა თავი თურქეთს შეაფარა, თან კი 20 000 ათასი აშშ დოლარი წაიღო.


წყარო:პრაიმტაიმის ექსკლუზივი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100