სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანი ბრეგვაძე დღეს 80 წლის გახდა

მომღერალი ნანი ბრეგვაძე დღეს 80 წლის გახდა. ლეგანდარულ ქალბატონს იუბილე ვრცელი პოსტებით მიულოცეს ახალგაზრდა კოლეგებმა, სტეფანე მღებრიშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა.

„ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ნანიზე მაფანატებს. ისედაც ყველამ ყველაფერი იცის მასზე. უბრალოდ მე დავამატებ რომ მხოლოდ ნანიზე მაფანატებს მუდამ . რომ გავიცანი, მერე სპექტაკლებში ვთამაშობდით ერთად ძალიან დიდი ხანი, მაინც ვერ ვეგუებოდი.. როგორც კუმირს ისე ვუყურებ სულ. მასთან სახლშიც კი. :) I love Nani! Happy Birthday, Queen ! დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას ვუსურვებ!

პ.ს: ყველაფერი მავიწყდება სკლეროზის პირობებში , მაგრამ ეს ფაქტი სულ მახსოვს ...ერთხელ , პატარა ვიყავი და პირველად დავინახე , პლეხანოვზე მანქანიდან გადმოვიდა... ძალიან აჟიტირებული ვიყავი დიდხანს...“ - წერს სტეფანე მღებრიშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე.

"გადავცემ აუცილებლად და დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის" - წერს სტეფანეს სტატუსის კომენტარებში ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე.

„ძალიან დიდია და ძალიან მაგარია!

ნამდვილი რჩეულია!

თუ კი ბრიტანელებს ყავთ ელისაბედი - ჩვენ ჩვენი დედოფალი გვყავს და თანაც არა გენეტიკური მემკვიდრეობით მიღებული ტიტულით, არამედ ჭეშმარიტ ხელოვნებაში განვლილი უკომპრომისო გზით მოპოვებული თვითმყოფადობით!

მის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ჟანრს და სტილს, მის შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ხარისხს, გემოვნებას და ისტორიულ მნიშვნელობას. თუ კი ქართულ (და არამარტო) სიმღერაში არსებობს მწვერვალი ის ნამდვილად მისი დამკვიდრებულია და ძალზედ რთულია მის სტანდარტთან მიახლოვება! ვამაყობ რომ ვუყვარვარ და ვმეგობრობთ, ვურთიერთობთ სცენაზეც და შინაც. მისი გემოვნება, შემოქმედებითი ცხოვრების გზა, ღვთისნიერობა და პიროვნული ღირსებები მაგალითი იყო, არის და იქნება ჩემთვის მუდამ!

დღეს ნანი ბრეგვაძე 80 წლის გახდა,

ღმერთმა გვიმყოფოს კიდევ დიდ ხანს და მხნედ!“ - ეს ამოციური პოსტი კი ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის.

ცნობისთვის ქართველი საესტრადო მომღერალი, საქართველოსა(1974) და რუსეთის(1983) სახალხო არტისტი ნანი გიორგის ასული ბრეგვაძე დაიბადა 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში.

1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა «Потушила я свечу» შეასრულა.

1959—1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ორერას“ სოლისტია.1980 წლიდან გამოდის სოლო კონცერტებით.

ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100