მადლიერების დღე ფუდპანდასთან ერთად
27
ნოემბერს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მადლიერების დღეს აღნიშნავენ. ეს დღესასწაული
ყოველი ნოემბერს მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება, და ტარდება წინა წლის მოსავლიანობისადმი
მადლიერებისთვის. „საკვები“ და „ფეხბურთი“ ორი მთავარი პრიორიტეტია მადლიერების დღის დროს; ფეხბურთში აქ ამერიკული ვარიაცია მოიაზრება, ხოლო საკვებში
- ინდაური. ძალიან ბევრი ინდაური.
„ფუდპანდა“, მობილური და ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი,
გთავაზობთ ყველაზე საინტერესო და სახალისო ფაქტებს მადლიერების დღესთან დაკავშირებით
და გიწვევთ უფრო ღრმად შეიჭყიტოთ ამ მადისღმძვრელ ამერიკულ ტრადიციაში.
პირველად მადლიერების დღე ჩატარდა 1621 წლის შემოდგომაზე
და სამდღიანი ზეიმი იყო. უამპანოაგის ინდიელები, რომლებიც პლიმუტის პილიგრიმებს ამ
3-დღიანი აღლუმზე შეუერთდნენ, საკუთარი წვლილი შეიტანეს მოსავალის ტრადიციებში - ცეკვა,
თამაშები, და საჭმლის ნაირსახეობა.
მადლიერების დღის მენიუ 1621 წელს: გარეული იხვი ან ბატი, გარეული ინდაური, ირემი, თევზი, მოლუსკი, გველთევზე.
მადლიერების დღის მენიუ 2014 წელს: ინდაური, კარტოფილი პიურე, Stuffing, მოცვის სოუსი, გოგრის პეროგი, სიმინდი
პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნს მადლიერების
დღის ეროვნულ დღესასწაულად აღიარება 1863 წელს სარა ჯოზეფა ჰეილმა დაარწმუნა, ქალმა,
რომელმაც კლასიკური საბავშვო ლექსი, “Mary Had a Little Lamb” დაწერა.
პირველი „ტელე-სადილი“ მადლიერების დღის დანატოვარი პროდუქცია იყო, და ასევე თავისებურ
საკვების მიტანის საწყისებს წარმოადგენდა. დიახ; მადლიერების დღის გამოა რომ წინასწარ
შეფუთული საკვები არსებობს. 1953 წელს კომპანია „Swanson”-მა ზედმეტად შეაფასა ამერიკელების
ინდაურისადმი მიდრეკილება, და და შედეგად ზედმეტი 260 ტონა გაყინული ფრინველი დარჩა.
ამ ინდაურების 5000 ალუმინის ლანგარზე მოთავსება და ხილ-ბოსტნეულით მორთვა კომპანიის
გამყიდველმა, გერი ტომასმა მოიფიქრა, და თვითმფრინავებში საკვების მეთოდით ინსპირირებული
ინდაურის მინი-შეკვრები გააკეთა. ასე შეიქმნა პირველი ტელე-სადილი.
ჰელოუინის ტრადიცია, რომელსაც პირობითად საპრეზიდენტო ინდაურის შენდობას უწოდებენ,
ზუსტად არავინ იცის, პირველად როდის დაიწყო; ზოგი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ თეთრი
სახლის ყოველწლიური ტრადიცია პირველად პრეზიდენმა ჰარი ტრუმანმა წამოიწყო, როდესაც
1947 წლის მადლიერების დღეს ერთი იღბლიანი ინდაური დაკვლას გადაარჩინა. სხვები ამტკიცებენ,
რომ 1860იან წლებში აბრაამ ლინკოლნმა საკუთარი შვილის, თადის ინდაური შეინდო.
ყოველ მადლიერების დღეს ამერიკაში
46 მილიონი ინდაური იჭმება. ეს ესპანეთის მოსახლეობის რიცხვის ტოლია.
ამერიკელების 10% ჭამენ ინდაურს, რომელშიც იხვი და
ქათამია ჩატენილი.
წვიმისას ინდაურებმა მაღლა რომ აიხედონ,
შეიძლება დაიხრჩონ.
ინდაურებს ძალიან ადვილად მოსდით გულის შეტევები; როდესაც საჰაერო ძალები ხმის ბარიერის
გარღვევის ტესტებს ატარებდნენ, ინდაურების მთელი ჯგუფები ერთიანად იხოცებოდნენ.
მადლიერების დღე ფუდპანდასთან ერთად საინტერესო აღმოჩნდა!
foodpanda მომხმარებლისმოთხოვნებზეორიენტირებულიკომპანიაა, რომელიცისეთითანამედროვეტექნოლოგიურისიახლისგამოყენებით, როგორიცაამობილურიაპლიკაცია, საკვებისშეკვეთასბევრადუფრომარტივსადასახალისოსხდის, რაცმომხმარებლისმაქსიმალურკომფორტსგანაპირობებს. გამარტივებულიფორმით 70-ზემეტიკვებისობიექტიდანკერძებისშეკვეთადაადგილზემიტანათბილისის, მცხეთისადარუსთავისმასშტაბითსაიტისგარდა( www.foodpanda.ge) განახლებულიმობილურიაპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაცშეგიძლიათ.
2014 წლის 17 ნოემბრიდან „ფუდპანდა“ ბათუმშიგაფართოვდა!
foodpanda, ონლაინსაკვებისშეკვეთისსერვისი, რომელიცმსოფლიოს 45-ზემეტქვეყანაშია. გერმანულმაბრენდმაქართულბაზარზეოპერირება 2014 წლისმარტშიდაიწყო. „ფუდპანდას“ სათავოოფისიბერლინშიმდებარეობს, საიდანაცყველაქვეყნისსაქმიანობისკოორდინირებახორციელდება.
კომენტარი