სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Dayly Telegraph: ტრიპოლი ბრიტანეთის სპეცდანიშნულების რაზმმა აიღო

ბრიტანეთის სპეციალური საავიაციო სამსახურის (SAS) ელიტური სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედება გადამწყვეტი გახდა იმ ბრძოლებში, რომელიც ლიბიის დედაქალაქისთვის მიმდინარეობდა და, საბოლოო ჯამში, ტრიპოლის დაცემა სწორედ ამ დანაყოფის იქ ყოფნამ განაპირობა. ამის შესახებ დღეს Dayly Telegraph წერს.

“სამხედრო წყაროებმა დაადასტურეს, რომ სპეცრაზმი უკვე რამდენიმე კვირაა, ტრიპოლიში იმყოფება”, - წერს გამოცემა.

სტატიაში ნახსენებია SAS-ის 22-ე პოლკი და ნათქვამია, რომ ტრიპოლისთვის წარმოებულ ბრძოლებში მისი ჩაბმის შესახებ ბრძანება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა გასცა.

ამასთან, ბრიტანელების მონაწილეობა შეტაკებებში გასაიდუმლოებული იყო. ისინი იცვამდნენ, როგორც არაბები და შეუძლებელი გახლდათ მათი გარჩევა ამბოხებულებისგან.

ბრიტანეთის სპეცდანიშნულების რაზმი SAS მეორე მსოფლიო ომის დასწაყისში ჩამოყალიბდა. მის დამფუძნებლად შოტლანდიის გვარდიის ლეიტენანტი დევდ სტირლინგი ითვლება, რომელიც 1940 წლის ივნისში კომანდოსის მე-8 ბატალიონში მოხალისედ გაწევრიანდა. შემდგომში მან მიაღწია იმას, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება დაერწმუნებინა დანაყოფების პარაშუტებით გადასროლის ეფექტურობაში.

SAS ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი ლონდონში, ირანის საელჩოში აყვანილი მძევლების გათავისუფლება იყო. 1991 წელს სპეცრაზმი მონაწილეობდა კოალიციური ზალების ცნობილ ოპერაციაში “უდაბნოს ქარიშხალი”. 90-იან წლებში SAS მოქმედებდა ზაირში, ბოსნიაში, სოერა-ლეონეში, ლიმასა და კოსოვოში.

SAS-ს მებრძოლები შემადგენლობაში მხოლოდ სხვა არმიული შენაერთებიდან აჰყავს, როგორც წესი, ოფიცრები - სამწლიანი ვადით, 25-დან 30 წლამდე ასაკობრივი ცენზის გათვალისწინებით. სპეცრაზმის შენაერთები სხვადასხვა სპეციალიზაციისა და განკუთვნილია როგორც მთიანი რელიეფისთვის, ასევე მტრის ზურგში სამოქმედოდ და საზღვაო გზით შეტევისთვის. წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100