სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ზედაზენის“ ლიმონათი მათთვის ვინც კალორიებს ითვლის და არა მხოლოდ მათთვის.

ლუდსახარშ ზედაზენში ახალი პროდუქციის ხაზის დიეტური ლიმონათის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დალევა დიაბეტით დაავადებულ პირებსაც შეეძლებათ.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით დიეტური სასმელი მოსახლეობას ფასითაც გააკვირვებს და ლიმონათი ყველა სეგმენტის მოსახლეობისთვის სავსებით ხელმისაწვდომი იქნება.

ზედაზენის კომერციული დირექტორის კახა პაიჭაძის თქმით, ზედაზენის ახალ ლიმონათს არ ახასიათებს დიეტური სასმელების სპეციფიური გემო.

„ჩვენ შევქმენით პროდუქტი, რომელიც არის ფაქტობრივად ნულოვანი კალორიის შემცველი, ეს პროდუქტი არს განკუთვნილი ძირითადად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ ყოველდღიური კალორიების გაკონტროლებას, ასევე ეს არის უსაფრთხო დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც. ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან ბევრი იმისათვის რომ გადაგველახა ის პრობლემა რასაც ქვია დიეტური გემო, მოგეხსენებათ დიეტურ სასმელებს მოჰყვება დამახასიათებელი გემო. სწორედ ამიტომ, გვინდოდა შეგვექმნა ისეთი დიეტური სასმელი, რომელსაც ექნებოდა ჩვეულებრივი ლიმონათის გემო და ამ პრობლემას ჩვენ ნამდვილად გავუმკლავდით. დღეს უკვე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საკუთარ უბნის მაღაზიაში მოიკითხოს და შეიძინოს „ზედაზენის“ ლიმონათის დიეტური ვარიანტი ხელმისაწვდომ ფასად. 1ლიტრი ლიმონათი ეღირება 1 ლარი, ხოლო 2 ლიტრი ლიმონათის ფასი შეადგენს 1.80 თეთრს“. - განაცხადა კახა პაიჭაძემ

„ასეთი ტიპის სასმელი, შეიძლება ითქვას ნაკლებად მავნებელი იქნება და გადარჩენა იქნება მათთვის, განსაკუთრებულად კი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომლებიც ტკბილ სასმელებს ეტანებიან და ამამდროულად არიან ჭარბწონიანები და აქვთ რისკი იმისა, რომ შემდგომში განუვითარდეთ დიაბეტი“ განმარტა პროფესორმა ჯენარა ქრისტესაშვილმა, რომლის თქმითაც „ზედაზენის“ 0 პროცენტიანი ლიმონათი ნამდვილად დიდი აღმოჩენა იქნება ლიმონათის მოყვარულებისთვის.

„ზედაზენის“ ამ ინიციატივას დროულს უწოდებს მედიცინის დოქტორი თემურ გაგნიძე - „მივესალმები მსგავსი სახის პროდუქტის შექმნას, იმდენად რამდენადაც მოთხოვნა ნამდვილად დიდია. ჭარბწონიანობის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას დღეს ქართული საზოგადოების წინაშე, თუნდაც ჩვენი ტრადიციული, უგემრიელესი ქართული სამზარეულოს გამო და შეიძლება ითქვას, რომ „ზედაზენის“ 0 პროცენტიანი ლიმონათი დაგვიცავს შემდეგ განვითარებული რისკებისგან“ - განაცხადა თემურ გაგნიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100