სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე დავინახე მამაკაცი არბალეტით ხელში და ჩემს ორსულ მეუღლეს დავუყვირე, რომ გაქცეულიყო, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო"

რვა თვის ორსულს ქალს, სანი მუჰამედს, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავდა, ლონდონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და ბავშვების თვალწინ არბალეტი პირდაპირ მუცელში ესროლა.


სანის მეუღლემ, იმთიაზ მუჰამედმა როგორც კი შენიშნა უცნობი არბალეტით ხელში, მაშინვე დაუყვირა თავის ცოლს, რათა გაქცეულიყო, თუმცა ქალმა ამ ყველაფრის გააზრება ვეღარ მოასწრო, რადგან მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა.

დაჭრილი სანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. საბედნიეროდ, ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა, ქალი კი რამდენიმე საათში დაიღუპა.

"გარეთ გავედი და დავინახე მამაკაცი არბალეტით ხელში. მან თვალებში შემომხედა და მაშინვე მივხვდი, რომ უკვე სროლას აპირებდა. ჩემი მეუღლისკენ გავიქეცი, რათა მისთვის და შვილებისთვის საფრთხე ამერიდებინა და დაუყონებლივ გამეყვანა ისინი იქიდან, თუმცა ვეღარ მოვასწარი. ისარი მე უნდა მომხვედროდა და მან ჩემი მეუღლე შეიწირა" - განაცხადა იმთიაზმა.

მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა, მომხდარის დეტალებზე სამართალდამცველი ორგანო განცხადებას არ აკეთებს. რაც შეეხება დაღუპულ ქალს, მას ახალშობილის გარდა ხუთი შვილი დარჩა, რომელთაგანაც უფროსი 17 წლის, ხოლო უმცროსი ერთი წლისაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100