სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში, საბავშვო ბაღში მშობელი იარაღით მივიდა და შვილს მოუწოდებდა, რომელი ბავშვიც არ მოსწონდა, ესროლა

დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, N 213 საბავშვო ბაღში საპატრულო პოლიცია მუშაობს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ბაღში ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა შვილს იარაღი მისცა და მოუწოდებდა, რომელი ბავშვიც არ მოსწონდა, მისთვის ესროლა. სავარაუდოდ, პოლიციის მუშაობა სწორედ აღნიშნულ შემთხვევას უკავშირდება.
როგორც ერთ-ერთმა მშობელმა, სალომე კაკაჩიამ აღნიშნა, მას აქვს ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში მამა ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, მან ცეცხლსასროლი იარაღი შვილს მისცა და უთხრა, რომ ვინც აბრაზებდა, ესროლა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აღნიშნულ ინციდენტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. 213-ე საბავშვო ბაღის დირექტორი ვერ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა ბაღში ერთ-ერთი ბავშვის მშობელს ნამდვილი იარაღი.

დირექტორის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ბავშვის მამა საბავშვო ბაღში იარაღით მივიდა.

"ჯერჯერობით უცნობია, ნამდვილი იყო თუ არა ეს იარაღი. მამაკაცი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც იარაღი ამოიღო", - განაცხადა ნანა ბედელაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100