ლინდსი ლოჰანი Girlfriend–ს შეურიგდა
მიუხედავად კანონთან პრობლემებისა, ლინდსი ლოჰანი ძველ ჩვევებს არ ღალატობს – ღამის კლუბებში სიარულს არ წყვეტს.
როგორც დასავლური პრესა იუწყება, ვარსკვლავი ყოფილ შეყვარებულს, სამანტა რონსონს შეურიგდა. მას 2007–დან 2009 წლამდე ხვდებოდა. შემდეგ დაშორდნენ, მაგრამ გასულ წელს ურთიერთობა კვლავ აღადგინეს.
ნიუ–იორკის კლუბის, Le Baron–ის, ერთ–ერთმა სტუმარმა პრესას განუცხადა, რომ ლინდსი და სამანტა ერთად არიან. „ჩურჩულებდნენ, იცინოდნენ, კლუბი ხელჩაკიდებულებმა დატოვეს. არ ადარდებდათ, რომ ყველა მათ უყურებდათ. ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ“ – ყვება თვითმხილველი.
ცოტა ხნის წინ, ლინდსის მამაკაცებთან რომანებში სდებდნენ ბრალს, კერძოდ კი ფოტოგრაფ ტერი რიჩარდსონთან და პორნოსვარსკვლავ ალექს ტორესთან.
კომენტარი